მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: რუსეთი ინდოეთის გავლით ბრიტანული და ევროპული ტექნოლოგიების იმპორტს ახორციელებს
POLITICO: რუსეთი ინდოეთის გავლით ბრიტანული და ევროპული ტექნოლოგიების იმპორტს ახორციელებს

POLITICO: რუსეთი ინდოეთის გავლით ბრიტანული და ევროპული ტექნოლოგიების იმპორტს ახორციელებს

იმედი|imedinews.ge

რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში მომუშავე კომპანიები ევროპაში წარმოებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ათასობით პროდუქტის იმპორტისთვის ინდოეთის მიწოდების ჯაჭვებს იყენებენ. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

მკვლევრები აფრთხილებენ, რომ დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ ინდოეთთან ახლახან გაფორმებულმა სავაჭრო შეთანხმებებმა შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდონ რისკი, რომ მგრძნობიარე და ორმაგი დანიშნულების საქონელი რუსეთში მოხვდეს.

ევროპისა და გაერთიანებული სამეფოს ახალი სავაჭრო შეთანხმებები ინდოეთთან მნიშვნელოვან ეკონომიკურ შესაძლებლობებს ქმნის, თუმცა ამ შესაძლებლობებთან ერთად მთავრობებმა და ბიზნესებმა „კონკურენტული გარემო რეალისტურად უნდა შეაფასონ“, განაცხადა სადაზვერვო კომპანია Strider Technologies-ის მთავარმა სადაზვერვო ოფიცერმა და კანადის უსაფრთხოების სადაზვერვო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა დევიდ ვინიომ.

Strider-ის მკვლევრებმა შეისწავლეს მესამე ქვეყნებში წარმოებული 50 000 კონტროლირებადი ან მგრძნობიარე პროდუქტი, რომელიც 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ინდოეთის გავლით რუსეთში მოხვდა.

კომპანიამ საბაჟო მონაცემები გლობალურად სტანდარტიზებული პროდუქციის კოდების გამოყენებით გააანალიზა, რათა დაედგინა ევროპაში წარმოებული ის საქონელი, რომელიც მოგვიანებით ინდოეთიდან რუსეთში იყო ექსპორტირებული. კვლევამ პირველად აჩვენა ამ ვაჭრობის მასშტაბი. ჩამონათვალში შედის ელექტრონიკა, დანადგარები, ზუსტი ხელსაწყოები, სატრანსპორტო აღჭურვილობა, ლითონები და მოწინავე ელექტრონული კომპონენტები.

მონაცემების მიხედვით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 2025 წლის დასაწყისამდე ინდოეთიდან რუსეთში მგრძნობიარე ან ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა იმ პროდუქტებში, რომლებიც წარმოშობით გაერთიანებული სამეფოდან (+180%), შვეიცარიიდან (+131%), შვედეთიდან (+455%) და საფრანგეთიდან (+98%) იყო, თუ მას უკრაინაზე მოსკოვის თავდასხმამდე არსებულ სამწლიან პერიოდს შევადარებთ.

გერმანიაში წარმოებული საქონლის ექსპორტის მოცულობა კვლავ მნიშვნელოვანი რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ვაჭრობის ეს მიმართულება მცირდება.

მკვლევრებმა აგრეთვე დაადგინეს, რომ გასულ წელს საფრანგეთში წარმოებული ნახშირბადის ბოჭკოები რუსულ კომპანიას მიეწოდა. ნახშირბადის ბოჭკო გამოიყენება ავიაკოსმოსურ სფეროში, დრონების, რაკეტებისა და სხვა თავდაცვითი პროდუქციის წარმოებაში. იმპორტიორი კომპანია რამდენიმე სანქცირებულ ორგანიზაციას ამარაგებს.

როგორც POLITOCO იუწყება, ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოში წარმოებული კომპონენტები ასევე შეიძლება ინდოეთში დასრულებულ პროდუქტებად აეწყოს და შემდეგ რუსეთში გადაიგზავნოს. მკვლევრები ერთ-ერთ მაგალითად ასახელებენ რუსულ სახელმწიფო თავდაცვით კონგლომერატ Rostec-სა და ინდოელ პარტნიორებს შორის ერთობლივ საწარმოებს, რომლებიც ნიუ დელის პროგრამა Make in India-ს ფარგლებში მუშაობენ.

ინდოეთიდან რუსეთში მგრძნობიარე პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებული მზარდი რაოდენობის ტრანზაქციები ასევე აშშ-ში, იაპონიაში, კანადასა და ავსტრალიაში წარმოებულ საქონელს უკავშირდება.

კვლევის შედეგები კიდევ უფრო აძლიერებს აზრს, რომ სანქციების მიუხედავად, ინდოეთი რუსეთისთვის დასავლური მგრძნობიარე ტექნოლოგიების მიწოდების მნიშვნელოვან არხად იქცა.

„ეს არის ტენდენცია, რომელსაც 2022 წლის შემდეგ არაერთხელ დავაკვირდით და, სავარაუდოდ, მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის დირექტორის მოადგილემ ნიკოლას ფენტონმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა