მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტი“ ევროპული სადაზღვევო კომპანიების მეშვეობით ნავთობის გადაზიდვას მაინც ახერხებს
POLITICO: რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტი“ ევროპული სადაზღვევო კომპანიების მეშვეობით ნავთობის გადაზიდვას მაინც ახერხებს

POLITICO: რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტი“ ევროპული სადაზღვევო კომპანიების მეშვეობით ნავთობის გადაზიდვას მაინც ახერხებს

იმედი|imedinews.ge

რუსული ტანკერები, რომლებიც უკანონო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვას ახორციელებენ, საქმიანობას მაინც აგრძელებენ, რადგან ამის შესაძლებლობას მათ ევროპული სადაზღვევო კომპანიები აძლევენ. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.

ევროპარლამენტარ ვილე ნიინისტეს განცხადებით, რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტი“ საბოლოო ჯამში ფულის გადარიცხვისთვის ევროპულ საბანკო ორგანიზაციებს იყენებს, რაც ფაქტობრივად ფულის გათეთრებაა.

როგორც გამოცემა წერს, ის, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტს ამზადებს, მიუთითებს იმაზე, რომ პრობლემა არსებობს. ბრიუსელს სანქციების ახალი პაკეტით სურს შეზღუდვა დაუწესოს იმ სადაზღვევო კომპანიებს, რომლებიც მოსკოვს ნავთობის გაყიდვასა და უკრაინის ომის დასაფინანსებლად შემოსავლის მიღებაში ეხმარებიან.

POLITICO-ს ცნობით, რუსეთი მოძველებული ტანკერების, გაუმჭვირვალე სტრუქტურების ქსელის მეშვეობით ნავთობის ექსპორტს მაინც ეწევა.

მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს დასავლური სადაზღვევო კომპანიების უმეტესობამ რუსეთი დატოვა, „ჩრდილოვანი ფლოტი“ რუსულ სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობს, ხოლო რუსული კომპანიები, თავის მხრივ, ევროპულ ფირმებთან არიან დაკავშირებული.

„როცა უყურებ, თუ როგორ შეიმუშავა რუსეთმა საზღვაო დაზღვევის ალტერნატიული სქემები თავისი „ჩრდილოვანი ფლოტისთვის“ და რა ზომებს მიმართა, რათა მთელი ლოგისტიკური ჯაჭვის მეშვეობით ნავთობის შეუფერხებლად მიწოდება უზრუნველყოს, დაუჯერებელია“, - ციტირებს გამოცემა კომპანია Windward-ის უფროს ანალიტიკოსს ვიზე ბოკმანს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 239 სტატია.

  • რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დღეს დაბომბილი პერმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?BM.GE
  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
რუსეთის →ნავთობის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი