მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: ტრამპი უკრაინას უბრუნდება - კიევის მოკავშირეები შეშფოთებულნი არიან
POLITICO: ტრამპი უკრაინას უბრუნდება - კიევის მოკავშირეები შეშფოთებულნი არიან

POLITICO: ტრამპი უკრაინას უბრუნდება - კიევის მოკავშირეები შეშფოთებულნი არიან

იმედი|imedinews.ge

ევროპელი და დასავლელი მოკავშირეები ცდილობენ თავიდან აიცილონ დაძაბულობის ესკალაცია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან „დიდი შვიდეულის“ სამიტზე, მას შემდეგ რაც ის ირანის კრიზისიდან კვლავ უკრაინაზე და ომის დასრულებაზე გადაერთო. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, ტრამპი საფრანგეთში ჩასვლისას კარგ განწყობაზე იყო. ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ყველაფერი „კარგად“ მიმდინარეობდა, შემდეგ კი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მეგობრულ შეხვედრაზე გაემგზავრა.

შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებული საკითხის დასრულების შემდეგ ყურადღებას უკრაინის ომის მოგვარებაზე გადაიტანს - ომზე, რომლის დასრულებასაც ის 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დროს 24 საათში ჰპირდებოდა.

„ახლა, როცა ეს საკითხი დასრულდა, ჩვენ ამას მივუბრუნდებით და ვნახავთ, შეგვიძლია თუ არა მისი მოგვარება. ყოველ თვე 25 ათასი ადამიანი იღუპება, ძირითადად ჯარისკაცები. ეს არ უნდა ხდებოდეს“, - თქვა ტრამპმა მაკრონთან შეხვედრისას.

თუმცა, როგორც გამოცემა წერს, კულუარებში ევროპელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, რომელიც აღარ არის დაკავებული ირანის კრიზისის ყოველდღიური მართვით, შესაძლოა, კვლავ მოინდომოს უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე კონტროლის დამყარება, ევროპა პროცესებს ჩამოაშოროს და შეაფერხოს მათი სტრატეგია, რომელიც რუსეთის მიმართ მაქსიმალური ზეწოლის განხორციელებას და უკრაინის სრულ მხარდაჭერას გულისხმობს.

„ტრამპის ყურადღების გაფანტვა სულაც არ იყო ცუდი რამ“, - განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა, რომელიც ანონიმურად საუბრობდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 266 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →ტრამპი →კიევში →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი