მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: ტრამპის მიერ ჯარების შემცირების შემდეგ, ბერლინს რაკეტების დეფიციტი ექნება
POLITICO: ტრამპის მიერ ჯარების შემცირების შემდეგ, ბერლინს რაკეტების დეფიციტი ექნება

POLITICO: ტრამპის მიერ ჯარების შემცირების შემდეგ, ბერლინს რაკეტების დეფიციტი ექნება

იმედი|imedinews.ge

გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, გერმანია იმედოვნებდა, რომ მალე აშშ შორი მანძილზე მოქმედ რაკეტებს განათავსებდა, რომლებსაც რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების მიყენება შეეძლებოდათ, თუმცა, აღნიშნული გეგმა ჩავარდა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გერმანიაში დისლოცირებული ამერიკული ჯარის რამდენიმე ათასით შემცირების თაობაზე გულისხმობს იმას, რომ ამერიკა ერთ-ერთ სარაკეტო ქვედანაყოფს გააუქმებს, რომელსაც ევროპისთვის Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები უნდა გადაეცა. აღნიშნული რაკეტების გარეშე ბერლინისა და მისი მოკავშირეების თავდაცვაში სიცარიელე გაჩნდება, წერს გამოცემა.

„აშშ-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება გერმანიაში ფრთოსანი რაკეტების არ განთავსების შესახებ სახიფათოა“, - განაცხადა გერმანიის პარლამენტის წევრმა მმართველი „სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან“, მეტინ ჰაკვერდიმ. „ეს ნატოს მიერ რუსეთის შეკავების პოლიტიკაში სიცარიელეს გააჩენს“.

როგორც გამოცემას ნატოს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტები ალიანსს შესაძლებლობას მისცემდა უფრო მძლავრი დარტყმები განეხორციელებინა, ვიდრე ის შეიარაღება, რომელიც გერმანიას და ევროპის სხვა ქვეყნებს ახლა აქვთ.

2024 წელს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ მიცემული პირობა რაკეტების განთავსების შესახებ რუსეთის მიერ კალინინგრადის ოლქში „ისკანდერის“ ტიპის რაკეტების განთავსებაზე პასუხი იქნებოდა, მაგრამ ახლა ტრამპს გერმანიიდან 5 ათასი ამერიკელი სამხედროს გაყვანა სურს, წერს POLITICO.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიებზე ვისაუბრეთ - ზელენსკიBM.GE
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
  • ისრაელის ხელისუფლებამ აშშ-ს სადაზვერვო მონაცემები გადასცა, რომლის მიხედვითაც, ირანმა ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავარუსთავი 2
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი