მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: უნგრეთის პარლამენტმა პრემიერობის ვადა 8 წლით შეზღუდა, რაც ორბანის ხელისუფლებაში დაბრუნებას გამორიცხავს
POLITICO: უნგრეთის პარლამენტმა პრემიერობის ვადა 8 წლით შეზღუდა, რაც ორბანის ხელისუფლებაში დაბრუნებას გამორიცხავს

POLITICO: უნგრეთის პარლამენტმა პრემიერობის ვადა 8 წლით შეზღუდა, რაც ორბანის ხელისუფლებაში დაბრუნებას გამორიცხავს

იმედი|imedinews.ge

უნგრეთის კანონმდებლებმა ორშაბათს დაამტკიცეს კონსტიტუციური ცვლილება, რომელიც ვიქტორ ორბანს ხელისუფლებაში დაბრუნებას აუკრძალავს.

ცვლილება, რომელსაც მხარი 135-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 50 წინააღმდეგი წავიდა, კანონად ქცევის შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრების თანამდებობაზე ყოფნის ვადას მაქსიმუმ რვა წლით შეზღუდავს.

ცვლილებას აქვს უკუძალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიქტორ ორბანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვეღარ დაბრუნდება. ორბანს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ჯამში 20 წლის განმავლობაში ეკავა.

„კანონის უზენაესობის აღდგენა ერთი კონკრეტული კანონით ვერ მოხდება, თუმცა ყოველ ჭეშმარიტ დემოკრატიულ რეკონსტრუქციას აქვს თავისი სიმბოლური და კონსტიტუციური საყრდენები. ეს ინიციატივა სწორედ ასეთ საყრდენად მოიაზრება“, - განაცხადა ცვლილების ავტორმა, პარლამენტის წევრმა მარტონ მელეთეი-ბარნამ, როდესაც ეს კანონპროექტი პირველად იყო წარდგენილი.

პეტერ მადიარი წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაპირებული ცვლილებების განმტკიცებას ჩქარობს - პროცესის, რომელსაც თავად „რეჟიმის შეცვლის“ ჯვაროსნული ლაშქრობა უწოდა. პარლამენტში არსებული უმრავლესობა მას კონსტიტუციური ცვლილებების გატანის საშუალებას აძლევს, რაც ბუდაპეშტში მასშტაბურ ცვლილებებს უხსნის გზას.

მმართველი პარტია „ტისას“ პირველმა კონსტიტუციურმა ცვლილებამ შესაძლოა წერტილი დაუსვას ორბანის პრემიერ-მინისტრად დაბრუნების შანსებს, სულ რაღაც რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც იგი გასულ უქმეებზე „ფიდესის“ პარტიის თავმჯდომარედ ხელახლა აირჩიეს. ამავდროულად, ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეზღუდავს თავად მადიარის ძალაუფლებასაც, რომელიც უნგრეთში ლიბერალური დემოკრატიის აღდგენის პირობას დებს.

თუმცა, ზოგიერთი კრიტიკოსის ვარაუდით, ეს ცვლილება ვერ შეეხება იმ პრემიერ-მინისტრებს, რომლებიც ამ თანამდებობას ცვლილების მიღებამდე იკავებდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ორბანს კვლავაც შეეძლება უნგრეთის უმაღლესი პოსტისთვის ბრძოლა.

ახლა ეს შესწორება ხელმოსაწერად გადაეცემა ტამაშ შუიოკს, „ფიდესის“ მიერ დანიშნულ უნგრეთის პრეზიდენტს. მადიარი ამჟამად შუიოკისა და ორბანის მიერ დანიშნული სხვა მაღალჩინოსნების გადაყენებას ცდილობს, რადგან ახალ მთავრობაში საკადრო წმენდას ატარებს. შუიოკმა უარი თქვა მადიარის მოთხოვნაზე, გადამდგარიყო საკუთარი ნებით. იმ შემთხვევაში, თუ შუიოკი კანონპროექტს შენიშვნებით კანონმდებლებს უკან დაუბრუნებს, მათ შეეძლებათ მეორე კენჭისყრაზე უგულებელყონ მისი პრეტენზიები და ცვლილება მაინც დაამტკიცონ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პარლამენტის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • სომხეთი პოლონეთთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტში გეგმავსფორმულა
  • სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები ჩანიშნაBM.GE
  • დღეს, პარლამენტში საშემოდგომო სესია იხსნებარუსთავი 2
  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, დავით მამისეიშვილის კანდიდატურა წარუდგინატვ პირველი
პარლამენტის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი