მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს, მათ შორის 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - „მეთადონი“.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პოლიციამ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 80 სტატია.

  • სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო - დაკავებულია 4 პირირუსთავი 2
  • ჰიტლერის დაბადების სახლი პოლიციის შენობად გადააკეთესBM.GE
  • ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნესფორმულა
  • დააწინაურეს პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელსაც ცოლი სასტიკ ძალადობაში ამხელსტვ პირველი
პოლიციამ →

მსგავსი სტატიები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის

იმედი

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 4 პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 4 პირი დააკავა

იმედი

Reuters: დანია რუსეთიდან მომდინარე საფრთხისა და ტრამპის განცხადებების ფონზე სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადებს ზრდის

Reuters: დანია რუსეთიდან მომდინარე საფრთხისა და ტრამპის განცხადებების ფონზე სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადებს ზრდის

იმედი