მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: დანია რუსეთიდან მომდინარე საფრთხისა და ტრამპის განცხადებების ფონზე სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადებს ზრდის
Reuters: დანია რუსეთიდან მომდინარე საფრთხისა და ტრამპის განცხადებების ფონზე სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადებს ზრდის

Reuters: დანია რუსეთიდან მომდინარე საფრთხისა და ტრამპის განცხადებების ფონზე სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადებს ზრდის

იმედი|imedinews.ge

Reuters-ის ინფორმაციით, დანიაში დაახლოებით 1 600 ახალწვეულმა დაიწყო ქვეყნის განახლებული სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა. რეფორმის ფარგლებში მათი სამსახურის ვადა 11 თვემდე გაიზარდა.

როგორც სააგენტო იუწყება, ოფიციალური კოპენჰაგენი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას აჩქარებს, რასაც უკრაინაში მიმდინარე ომი და არქტიკის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები განაპირობებს.

დანიამ 2024 წელს განაცხადა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური პირველად ქალებზეც გავრცელდებოდა. ამასთან, სტანდარტული სამსახურის ხანგრძლივობა ოთხი თვიდან 11 თვემდე გაიზარდა, ხოლო გაწვეულთა რაოდენობა 2033 წლისთვის წელიწადში 5 000-დან 7 500-მდე უნდა გაიზარდოს.

ახალი გაწვევის ფარგლებში, სამხედროებს მიმდინარე თვის ბოლოს პირველად გააგზავნიან გრენლანდიაში. 100-ზე მეტი ჯარისკაცისგან შემდგარი ქვედანაყოფი ერთი თვის განმავლობაში პროფესიონალი სამხედროების ნაწილს ოპერატიული ამოცანების შესრულებისას ჩაანაცვლებს.

როგორც Reuters-ი იუწყება, ამ ნაბიჯს განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს, რადგან აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არაერთხელ გამოვიდა ნახევრად ავტონომიური დანიის ტერიტორიის, გრენლანდიის შეერთების ინიციატივით. ტრამპი ამას ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით ხსნიდა, თუმცა ამ მოთხოვნას კატეგორიულად უარყოფენ როგორც დანიის, ისე გრენლანდიის ხელისუფლებები.

გასულ თვეს, ნატოს სამიტზე ანკარაში დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის დაიცვას ალიანსის ტერიტორიის „ყოველი სანტიმეტრი“, მათ შორის საკუთარი ტერიტორიაც.

დასავლეთ დანიის ქალაქ ვარდედან 19 წლის ახალწვეულმა სილას ნოერმა განაცხადა, რომ სამხედრო სამსახურის გახანგრძლივებას დადებითად აფასებს. „ახლა 11 თვე გვაქვს და ვფიქრობ, ეს საშუალებას გაძლევს, სამხედრო სამსახურში ნამდვილად ჩაერთო, სრულად შეიგრძნო ეს გამოცდილება და სამხედრო საქმეს ბევრად უფრო სიღრმისეულად გაეცნო“, - თქვა მან.

ახალწვეულები თავდაპირველად ხუთთვიან საბაზისო მომზადებას გაივლიან, რის შემდეგაც ექვსთვიან ოპერატიულ სამსახურს შეასრულებენ. დანიის შეიარაღებული ძალები ასევე ნერგავენ სამხედრო სამსახურის ახალ მიმართულებებს, მათ შორის სპეციალური ოპერაციების სარდლობაში დრონების ოცეულის პროგრამას, წერს Reuters-ი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 198 სტატია.

  • დონალდ ტრამპი: ევროპამ არალეგალური მიგრაცია უნდა შეაჩეროსრუსთავი 2
  • თვეში $100 000 ტრამპის პოსტების პირველად სანახავად - Truth Social-მა ახალი ფასიანი სერვისი ჩაუშვაBM.GE
  • ტრამპის თქმით აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები განახლდებატვ პირველი
  • ტრამპის თქმით, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები განახლდებაფორმულა
ტრამპის →რუსეთის →სამსახურის →

მსგავსი სტატიები

საზამთროს და ნესვის ნიმუშებში ნიტრატების შემცველობაზე დარღვევა არ გამოვლინდა

საზამთროს და ნესვის ნიმუშებში ნიტრატების შემცველობაზე დარღვევა არ გამოვლინდა

იმედი

Reuters: ვაშინგტონის შტატში, სპოკანის მახლობლად ხანძრებმა 700-ზე მეტი შენობა გაანადგურა, 64 000 ადამიანს კი ევაკუაცია მოუწია

Reuters: ვაშინგტონის შტატში, სპოკანის მახლობლად ხანძრებმა 700-ზე მეტი შენობა გაანადგურა, 64 000 ადამიანს კი ევაკუაცია მოუწია

იმედი

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მედია არქივი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების განცხადებებს ინახავს - ფაქტები კარგად ასახავს იმ განსხვავებულ მიდგომას, რომელზეც პრემიერი წერს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი