
პოლიციამ კახეთში 50 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მცენარე „კანაფი“ ამოიღო
იმედი|imedinews.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით 1 პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ეზოდან ნივთმტკიცებად ამოიღეს 50 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მცენარე „კანაფი“. პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დამზადებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge