მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პოლონელმა ყინულიან წყალში საათი და 9 წამი გაატარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
პოლონელმა ყინულიან წყალში საათი და 9 წამი გაატარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა

პოლონელმა ყინულიან წყალში საათი და 9 წამი გაატარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა

იმედი|imedinews.ge

პოლონელმა დამიან კასპშიკმა კაცებს შორის ყინულიან წყალში ყოფნის ხანგრძლივობის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მისმა შედეგმა საათი და 9 წამი შეადგინა. გინესის რეკორდების წიგნმა ეს მიღწევა ოფიციალურად დარეგისტრირა.

კასპშიკმა გააუმჯობესა წინა რეკორდი (58 წუთი), რომელიც გასულ წელს მისმა თანამემამულემ, ვალერიან რომანოვსკიმ დაამყარა. 41 წლის სპორტსმენისთვის, რომელსაც „ყინულის მეფეს“ ეძახიან, ეს მესამე მსოფლიო მიღწევაა. მანამდე მან 5 საათზე მეტი გაატარა ყინულიან კაბინაში, 2026 წლის ივლისში კი ორ საათზე მეტხანს თოვლის ქვეშ იმყოფებოდა.

ახალი ჩაყვინთვა ათლეტს წინა გამოცდებზე უფრო გაუჭირდა. კასპშიკმა ეს თავიდან სითბოს სწრაფი დაკარგვით ახსნა. სიტუაცია აღჭურვილობის გაუმართაობამაც გაართულა, რის გამოც მან გარკვეული დროით გუნდთან კავშირი დაკარგა. სირთულეების მიუხედავად, ექსტრემალი მკაცრ პირობებში ახალ გამოცდებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.

ქალებს შორის ყინულიან წყალში ყოფნის რეკორდსმენი ასევე პოლონეთის მოქალაქე მარია ბოდაია. 2025 წლის 19 დეკემბერს მან ყინულიან წყალში 1 საათი და 38 წამი გაატარა, რაც კასპშიკის შედეგს აღემატება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Reuters: სეუტაში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა მიგრაციული კრიზისის გამო

Reuters: სეუტაში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა მიგრაციული კრიზისის გამო

იმედი

Euronews: ჯორჯია მელონის მთავრობა პარასკევს იტალიის ომისშემდგომ ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი მთავრობა გახდება

Euronews: ჯორჯია მელონის მთავრობა პარასკევს იტალიის ომისშემდგომ ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი მთავრობა გახდება

იმედი

აჭარა „გემოფესტს" უმასპინძლებს

აჭარა „გემოფესტს" უმასპინძლებს

იმედი

ირაკლი ლატარია: მთელი მისი მოღვაწეობა იდგა ტყუილზე და სხვისკენ თითის გაშვერაზე, ახლაც იმავეს აგრძელებს - უკეთესობისკენ შეცვლილი ღარიბაშვილის ნაცვლად, რეალურად მივიღეთ „ქართულ ოცნებაზე“ და მის ერთგულ მხარდამჭერებზე გაბოროტებული, დაბოღმილი, ასმაგად დახამებული და ყველაფერზე წამსვლელი პრემიერი