მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: კრემლს, პუტინს სჭირდება ახალი ესკალაცია, რაღაც ახალი გამარჯვება და ამ შემთხვევაში უახლოესი სამიზნე ბალტიის რეგიონი და პოლონეთია
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: კრემლს, პუტინს სჭირდება ახალი ესკალაცია, რაღაც ახალი გამარჯვება და ამ შემთხვევაში უახლოესი სამიზნე ბალტიის რეგიონი და პოლონეთია

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: კრემლს, პუტინს სჭირდება ახალი ესკალაცია, რაღაც ახალი გამარჯვება და ამ შემთხვევაში უახლოესი სამიზნე ბალტიის რეგიონი და პოლონეთია

იმედი|imedinews.ge

ვინაიდან რუსეთს არ შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ ომში გამარჯვების მოპოვება, კრემლი გამარჯვების ალტერნატიულ ვარიანტს ეძებს და ამჟამად ბალტიის რეგიონსა და პოლონეთს როგორც მომდევნო ყველაზე სავარაუდო სამიზნეს განიხილავს, - აცხადებს ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი რობერტას კაუნასი.

მისი თქმით, ომი უკრაინაში ისე არ ვითარდება, როგორც ამას რუსეთი გეგმავდა - რუსები ვერ იმარჯვებენ, აფეთქებები დღეს უკვე თავად რუსეთშიც ისმის და საწვავის დეფიციტი შეინიშნება. ​კაუნასმა აღნიშნა, რომ რუსული საზოგადოება უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კრემლის რეჟიმს და კითხულობს, თუ რატომ ხდება ეს და სად არის დაპირებული გამარჯვება.

„კრემლს, პუტინს სჭირდება ახალი ესკალაცია, რაღაც ახალი გამარჯვება და ამ შემთხვევაში უახლოესი სამიზნე ბალტიის რეგიონი და პოლონეთია“, - განაცხადა მან.

მანამდე ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ სააგენტო BNS-სთან ინტერვიუში დაადასტურა ცნობები, რომლებიც რამდენიმე კვირის წინ უცხოურ მედიაში ვრცელდებოდა და რომელთა თანახმადაც, რუსეთი პოლონეთსა თუ ბალტიის ქვეყნებში ნატოს ერთიანობის გამოსაცდელად პროვოკაციებს გეგმავდა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ კი გამოთქვა ვარაუდი, რომ რუსეთმა შესაძლოა მოაწყოს ოპერაცია „ცრუ დროშის“ ქვეშ, უკრაინული წარმოების დრონების გამოყენებით.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედია: უკრაინა კანონპროექტების გაჭიანურების ფონზე მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დაფინანსების დაკარგვის რისკის წინაშეა

მედია: უკრაინა კანონპროექტების გაჭიანურების ფონზე მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დაფინანსების დაკარგვის რისკის წინაშეა

იმედი

POLITICO: სლოვაკეთმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივების გეგმას მხარი არ დაუჭირა

POLITICO: სლოვაკეთმა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივების გეგმას მხარი არ დაუჭირა

იმედი

პეტერ მადიარი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრებისთვის  მზად არ არის

პეტერ მადიარი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრებისთვის მზად არ არის

იმედი

დონალდ ტრამპი სეუტაში მიგრანტების კრიზისზე: ესპანეთი განადგურდება

დონალდ ტრამპი სეუტაში მიგრანტების კრიზისზე: ესპანეთი განადგურდება

იმედი