მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს

იმედი|imedinews.ge

პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, პაველ ზალევსკის ეს განცხადება იმ ფონზე გაჟღერდა, როდესაც ნატოს ალიანსზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შიში სულ უფრო იზრდება.

„მინდა სრულიად ღიად და მკაფიოდ აღვნიშნო: პოლონეთს არ აქვს სურვილი, მის ტერიტორიაზე ბირთვული ქობინები განთავსდეს“, - განუცხადა მან ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში მედიის წარმომადგენლებს. „ჩვენი მიზანია ნატოს ბირთვული შეკავების პოლიტიკაში მონაწილეობა, [რაც] ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებას არ გულისხმობს“.

ზალევსკის ეს განცხადება აღნიშნულ საკითხზე ვარშავის ყველაზე მკაფიო და კატეგორიული პოზიციაა.

თუმცა პოლონეთი ბირთვული იარაღის საკუთარ ტერიტორიაზე განთავსებას ადრეც სკეპტიკურად უყურებდა, ქვეყნის ხელისუფლებას ისიც აქვს ნათქვამი, რომ აშშ-თან ევროპაში ამერიკული ბირთვული შეკავების შესაძლო გაფართოებაზე საწყისი ეტაპის კონსულტაციებს აწარმოებდა.

ამასთან, ვარშავა პარალელურად შეუერთდა საფრანგეთის ინიციატივას, რომელიც ევროპაში პარიზის ბირთვული შეკავების არეალის გაფართოებას ითვალისწინებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკუთარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 104 სტატია.

  • გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "საკუთარი ნებით"ფორმულა
  • ღარიბაშვილის მხრიდან ეპისტოლარული მასკარადის დადგმის მცდელობა საკუთარი თავის დაცვის მცდელობა იყო - გორდულაძეტვ პირველი
  • იმერეთში 67 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვესნეტგაზეთი
  • დონალდ ტრამპი BBC-ის საკუთარი ოჯახის წევრების დევნაში ადანაშაულებსრუსთავი 2
საკუთარი →

მსგავსი სტატიები

უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: რუსეთის მხრიდან უკრაინულ საწარმოებზე განხორციელებული უპრეცედენტო შეტევების ფონზე უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.3%-დან 0.5%-მდე შეამცირა

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს

ტრამპი: ჩვენ გვაქვს ამერიკის ყურე, გვაქვს ამერიკის ტბა - ახლა მხოლოდ ოკეანე გვაკლია

ტრამპი: ჩვენ გვაქვს ამერიკის ყურე, გვაქვს ამერიკის ტბა - ახლა მხოლოდ ოკეანე გვაკლია

იმედი

დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

იმედი