მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: რუსეთის მხრიდან უკრაინულ საწარმოებზე განხორციელებული უპრეცედენტო შეტევების ფონზე უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.3%-დან 0.5%-მდე შეამცირა
უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: რუსეთის მხრიდან უკრაინულ საწარმოებზე განხორციელებული უპრეცედენტო შეტევების ფონზე უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.3%-დან 0.5%-მდე შეამცირა

იმედი|imedinews.ge

რუსეთის მხრიდან უკრაინულ საწარმოებზე განხორციელებული უპრეცედენტო შეტევების ფონზე უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.3%-დან 0.5%-მდე შეამცირა, - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი.

მოსკოვის დარტყმების მთავარი სამიზნე ისეთი სტრატეგიული სექტორები გახდა, როგორებიცაა ფოლადის წარმოება, ონლაინ ვაჭრობა და საზღვაო პორტები.

ენერგეტიკასა და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის დარტყმებმა, შავი ზღვის პორტების ბლოკადასთან ერთად, უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა შეაფერხა - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ოლექსანდრ კრავჩენკომ კიევში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

ოდესის პორტებსა და უკრაინის აკვატორიაში მყოფ სამოქალაქო გემებზე რუსეთის ინტენსიური თავდასხმების გამო, საზღვაო ხომალდები უკრაინულ პორტებში შესვლას ერიდებიან. შედეგად, ქვეყანამ საზღვაო გზით პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობა დაკარგა, მათ შორის არის აგროსექტორიც, რომელზეც გასულ წელს უკრაინის მშპ-ის 17% მოდიოდა.

ექსპორტის შეჩერების გამო ფერმერები მოგების დაკარგვის რისკის წინაშე დგანან, მომავალი მოსავლისთვის განკუთვნილი ნათესი ფართობი კი შესაძლოა 5-7 მილიონი ჰექტარით შემცირდეს - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტარას ვისოცკიმ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა.

სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდასაჭერად, გაერო უკრაინელ მცირე და საშუალო ფერმერებს, რომელთაც საბანკო სესხებზე წვდომა უჭირთ, სპეციალური ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმებით დაეხმარება.

პარალელურად, მძიმე მდგომარეობაშია უკრაინის მეტალურგიული სექტორიც, რომელიც პორტების ბლოკადასთან ერთად, რუსეთის უწყვეტი შეტევების გამოც ზარალდება.

ეკონომიკის მინისტრმა გააფრთხილა მოსახლეობა, რომ ეს ზამთარი მძიმე იქნება. უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის კიდევ ერთი კამპანია ქვეყნის ეკონომიკას დააზიანებს. ენერგოობიექტებზე დარტყმების გამო, წლის პირველ ოთხ თვეში უკრაინის მშპ 0.6%-ით შემცირდა.

„უკრაინელები ყველაზე ცუდი სცენარისთვის უნდა იყვნენ მზად“, - დასძინა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 275 სტატია.

  • უკრაინის დაზვერვა: კრემლი 2026-2027 წლებში 600 000 ჯარისკაცის მობილიზებას აპირებსფორმულა
  • უკრაინის იერიშების გამო, რუსეთში Lukoil-ის ყველა მსხვილი ნავთობქარხანა გაჩერდაBM.GE
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა - ქვეყნის ხელმძღვანელობამ, სამხედრო პირებმა და უცხოელმა პარტნიორებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნასრუსთავი 2
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს

იმედი

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს

ტრამპი: ჩვენ გვაქვს ამერიკის ყურე, გვაქვს ამერიკის ტბა - ახლა მხოლოდ ოკეანე გვაკლია

ტრამპი: ჩვენ გვაქვს ამერიკის ყურე, გვაქვს ამერიკის ტბა - ახლა მხოლოდ ოკეანე გვაკლია

იმედი

დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

იმედი