მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: 2011 წლის 26 მაისს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა მშვიდობიანი მომიტინგეები ალყაში მოამწყვდია და ისე, რომ გასვლის საშუალებაც კი არ მისცა, უმოწყალოდ დაარბია, ხოლო რამდენიმე მომიტინგე მოკლა, მაშინ, ხელისუფლების ამ და სხვა ამაზრზენ ქმედებებს დასავლური ბიუროკრატია არათუ რეზოლუციებით, ერთი კრიტიკული განცხადებითაც კი არ გამოხმაურებია, შეგახსენებთ, რომ ამ ყველაფრის შემოქმედ რეჟიმს „დიპ სტეიტის“ გავლენით მოქმედი დასავლური ინსტიტუტები „დემოკრატიის შუქურად“ მოიხსენიებდნენ
პრემიერი: 2011 წლის 26 მაისს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა მშვიდობიანი მომიტინგეები ალყაში მოამწყვდია და ისე, რომ გასვლის საშუალებაც კი არ მისცა, უმოწყალოდ დაარბია, ხოლო რამდენიმე მომიტინგე მოკლა, მაშინ, ხელისუფლების ამ და სხვა ამაზრზენ ქმედებებს დასავლური ბიუროკრატია არათუ რეზოლუციებით, ერთი კრიტიკული განცხადებითაც კი არ გამოხმაურებია, შეგახსენებთ, რომ ამ ყველაფრის შემოქმედ რეჟიმს „დიპ სტეიტის“ გავლენით მოქმედი დასავლური ინსტიტუტები „დემოკრატიის შუქურად“ მოიხსენიებდნენ

იმედი|imedinews.ge

„დიპ სტეიტის“ გავლენა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე კონკრეტული მოვლენების ზედაპირული ანალიზითაც კი მარტივად დგინდება, შეგახსენებთ, რომ როდესაც საქართველოს უცხოური აგენტურა - „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი მართავდა, დასავლური ინსტიტუტები „დემოკრატიის შუქურად“ მოიხსენიებდნენ და მის მიმართ ქებას არ იშურებდნენ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ქვეყნების ელჩების უმრავლესობა არა საკუთარ ქვეყანას და ხალხს, არამედ „დიპ სტეიტს“ წარმოადგენს, „დიპლომატების“ ამგვარი ქმედებები იოლად აიხსნება.

„როდესაც საქართველოს უცხოური აგენტურა - „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი მართავდა, საქართველოს სახელმწიფოებრიობა ჰქონდა მოშლილი, რაც მრავალი სისტემური პრობლემით ვლინდებოდა. უხეში ავტორიტარიზმი, ადამიანის უფლებების სისტემური და უხეში დარღვევა, გაყალბებული არჩევნები, უკანონო პატიმრებით გადავსებული ციხეები, სადამსჯელო ინსტრუმენტად ქცეული სასამართლო და ძალოვანი სტრუქტურები, მონოპოლიზებული მედია, ბიზნესის რეკეტი, გარე დაკვეთით დაწყებული და ორ დღეში წაგებული ომი - ეს იმ პრობლემების მხოლოდ არასრული ჩამონათვალია, რომლებიც „დიპ სტეიტის“ აგენტურის ავტორიტარულმა მმართველობამ საქართველოს შეუქმნა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ამ ყველაფრის შემოქმედ რეჟიმს „დიპ სტეიტის“ გავლენით მოქმედი დასავლური ინსტიტუტები „დემოკრატიის შუქურად“ მოიხსენიებდნენ და მის მიმართ ქებას არ იშურებდნენ.

ყველას გვახსოვს 2011 წლის 26 მაისი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა მშვიდობიანი მომიტინგეები ალყაში მოამწყვდია და ისე, რომ გასვლის საშუალებაც კი არ მისცა, უმოწყალოდ დაარბია, ხოლო რამდენიმე მომიტინგე მოკლა. მაშინ, ხელისუფლების ამ და სხვა ამაზრზენ ქმედებებს დასავლური ბიუროკრატია არათუ რეზოლუციებით, ერთი კრიტიკული განცხადებითაც კი არ გამოხმაურებია. მეტიც, საფრანგეთის მაშინდელმა ელჩმა რეჟიმის გამართლებაც კი იკადრა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ქვეყნების ელჩების უმრავლესობა არა საკუთარ ქვეყანას და ხალხს, არამედ „დიპ სტეიტს“ წარმოადგენს, „დიპლომატების“ ამგვარი ქმედებები იოლად აიხსნება,“- აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რეჟიმში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 73 სტატია.

  • 28 აგვისტო საბაჟოები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ, გეზ-ები კი არა - შემოსავლების სამსახურიBM.GE
  • გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: მომავალი მილევად რეჟიმში, ანუ ხმა, რომლისაც ეშინიათფორმულა
  • აშშ სანქციებს უწესებს 60-ზე მეტ ორგანიზაციას, ფიზიკურ პირს და გემს, რომლებიც ირანის რეჟიმს ბირთვული და სარაკეტო ტექნოლოგიების უკანონო მოპოვებაში, კიბეროპერაციების განხორციელებასა და ნავთობიდან შემოსავლების მიღებაში ეხმარებიან - სკოტ ბესენტირუსთავი 2
  • ღარიბაშვილის ოჯახი ამბობს, რომ "ირაკლი აუცილებელი მოგერიების" რეჟიმში მოქმედებსტვ პირველი
რეჟიმში →

მსგავსი სტატიები

თბილისში ისტორიული ქორწინების სახლის, ე.წ. კონკას რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისში ისტორიული ქორწინების სახლის, ე.წ. კონკას რეაბილიტაცია მიმდინარეობს

იმედი

რაჭაში ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები გრძელდება

რაჭაში ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები გრძელდება

იმედი

საფრანგეთის გენშტაბის უფროსის განცხადებით, საფრანგეთი ჯერ კიდევ ვერ აწარმოებს დაბალბიუჯეტიან იარაღს იმ რაოდენობით, რაც მოწინააღმდეგის მასობრივი შეტევების შესაკავებლად არის საჭირო

საფრანგეთის გენშტაბის უფროსის განცხადებით, საფრანგეთი ჯერ კიდევ ვერ აწარმოებს დაბალბიუჯეტიან იარაღს იმ რაოდენობით, რაც მოწინააღმდეგის მასობრივი შეტევების შესაკავებლად არის საჭირო

იმედი

სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითხნენ

სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითხნენ

იმედი