მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: 2012 წლამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 3 პარასპორტსმენი იყო სპორტის 2 სახეობაში, დღეს 300-ზე მეტი სპორტსმენია 14 სახეობაში და ათეულობით მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გვყავს, მთავრობა მომავალშიც მაქსიმალურად დაუჭერს მხარს პარასპორტის განვითარებას
პრემიერი: 2012 წლამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 3 პარასპორტსმენი იყო სპორტის 2 სახეობაში, დღეს 300-ზე მეტი სპორტსმენია 14 სახეობაში და ათეულობით მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გვყავს, მთავრობა მომავალშიც მაქსიმალურად დაუჭერს მხარს პარასპორტის განვითარებას

იმედი|imedinews.ge

ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენ ყველამ ერთად ვუყურეთ ამ არაჩვეულებრივ ფილმს, რომელიც არის ძალიან საინტერესოც და ემოციურიც. ეს ფილმი აჩვენებს იმ მენტალურ და ღირებულებით ტრანსფორმაციას, კონკრეტულ მაგალითზე, რომელიც გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ამ ბოლო წლების განმავლობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაჩო ოდიშარიას დოკუმენტური ფილმის - „შეუზღუდავი შესაძლებლობები“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურის თქმით, ფილმში ნაჩვენები სტატისტიკა პირდაპირ ასახავს იმ დამოკიდებულებას, რომელიც იყო მანამდე პარასპორტის მიმართ და რომელიც არის დღეს.

„2012 წლამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 3 პარასპორტსმენი იყო სპორტის 2 სახეობაში. მთელი წლების განმავლობაში ისტორიის მანძილზე ერთადერთი საერთაშორისო მედალი ჰქონდა მოპოვებული ჩვენს ქვეყანას. მას შემდეგ, პარასპორტში გვაქვს სრულიად განსხვავებული მიდგომები. ეს სტატისტიკაზე აისახება. დღეს არის 300-ზე მეტი სპორტსმენი 14 სახეობაში და ათეულობით მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გვყავს, რაც არის ჩვენი ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოხატულება.

მხოლოდ გასულ წელს დაახლოებით 100 საერთაშორისო მედალი მოვიპოვეთ და რა თქმა უნდა ისტორიული იყო ჩვენი გუნდის გამოსვლა პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე, სადაც პირველად ისტორიაში ვაჩვენეთ ყველაზე მაღალი შედეგი და 9 პარალიმპიური მედალი მოვიგეთ. ეს იყო უნიკალური შედეგი. ასევე, მედალი მოვიპოვეთ ყველა სახეობაში, სადაც ლიცენზია ჰქონდა ჩვენს პარალიმპიურ გუნდს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ამ ყველაფერში მთავარი წვლილი მიუძღვით პარასპორტსმენებს, მათ ტალანტს, ნიჭს, თავდადებას, შრომას, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობის მხარდაჭერა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავდოთ პირობა, რომ საქართველოს მთავრობა მომავალშიც მაქსიმალურად დაუჭერს მხარს პარასპორტის განვითარებას, პარასპორტსმენებს. ჩვენ არ უნდა დავკმაყოფილდეთ იმ შედეგებით, რომლებსაც აქამდე მივაღწიეთ. გვჭირდება მეტი და მეტი წარმატება ქართულ პარასპორტში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 153 სტატია.

  • მთავრობამ უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დაამტკიცაBM.GE
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
  • უკრაინის მთავრობამ სიბიგა საგარეო მინისტრად, ევგენი ხმარა კი თავდაცვის მინისტრად დანიშნაფორმულა
  • მიხეილ სარჯველაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და ჯანდაცვის მინისტრს შეხვდარუსთავი 2
მთავრობის →პრემიერ →ევროპის →

მსგავსი სტატიები

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება