მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. უკრაინის მთავრობამ სიბიგა საგარეო მინისტრად, ევგენი ხმარა კი თავდაცვის მინისტრად დანიშნა
უკრაინის მთავრობამ სიბიგა საგარეო მინისტრად, ევგენი ხმარა კი თავდაცვის მინისტრად დანიშნა

უკრაინის მთავრობამ სიბიგა საგარეო მინისტრად, ევგენი ხმარა კი თავდაცვის მინისტრად დანიშნა

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, სერგეი კორეცკის ინფორმაციით, უკრაინის მთავრობამ ანდრეი სიბიჰა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო ევგენი ხმარა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა.

"პრეზიდენტთან შეთანხმებით, მთავრობამ ევგენი ხმარა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად, ხოლო ანდრი სიბიჰა - საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნა.

მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში მუშაობის უწყვეტობა შენარჩუნდეს.

ასევე, პარლამენტის გადაწყვეტილებების შესაბამისად, სამინისტროების სტრუქტურის რეორგანიზაციას ვახორციელებთ. აღდგება სოფლის მეურნეობის პოლიტიკის სამინისტრო, შეიქმნება თემების, ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა ცალკე სამინისტრო.

გარდა ამისა, ერთმანეთისგან გაიმიჯნება ეკონომიკისა და გარემოს დაცვის, ასევე აღდგენის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მიმართულებები", - წერს კორეცკი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, უკრაინულმა უმაღლესმა რადამ ახალი მთავრობა დანიშნა. კერძოდ, უმაღლესმა რადამ ახალი პრემიერ-მინისტრის, სერგეი კორეცკის მიერ წარდგენილი მინისტრთა ახალი კაბინეტი დაამტკიცა.

წინა მინისტრთა კაბინეტის დაშლას და მთავრობის ახალი წევრების დანიშვნას (გარდა საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებისა, რომელთა კანდიდატურებსაც პრეზიდენტი წარადგენს) 264-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 289 სტატია.

  • The Wall Street Journal: რუსეთი უკრაინის გამოფიტვას ახალი თაობის დრონებითა და უწყვეტი იერიშებით ცდილობსიმედი
  • გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას ბელგია ეწინააღმდეგება და საკითხის გადაწყვეტისას ევროკავშირის ქვეყნებს შორის პასუხისმგებლობის სამართლიან გადანაწილებას ითხოვსრუსთავი 2
  • პუტინი შიშობს, რომ უკრაინაში დამარცხების გამო მოკლავენ – The EconomistBM.GE
  • რა აქვს სათქმელი დაურ ბუავას მეგობარ ქალს? - მოსამართლე დღეს უკრაინის მოქალაქის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებსტვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ბათუმში, აქციის მონაწილეებზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

ბათუმში, აქციის მონაწილეებზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

ფორმულა

კირცხალიას თქმით, მუშაობენ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვრის გაზრდაზე

კირცხალიას თქმით, მუშაობენ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვრის გაზრდაზე

ფორმულა

ივანიშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი საქველმოქმედო ფონდი სანაპიროზე რესტორანს ააშენებს

ივანიშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი საქველმოქმედო ფონდი სანაპიროზე რესტორანს ააშენებს

ფორმულა

ადვოკატი სახალხო დამცველს მოუწოდებს ირაკლი ღარიბაშვილთან შევიდეს

ადვოკატი სახალხო დამცველს მოუწოდებს ირაკლი ღარიბაშვილთან შევიდეს

ფორმულა