მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: 2012 წლის შემდეგ საქართველოში პენსიონერების რაოდენობა გაიზარდა 206 000-ით, 30%-ით და ძალიან მარტივია ამ მიზეზის ახსნა - ნულოვანი ზრუნვა წინა ხელისუფლების პირობებში ადამიანების მიმართ, ჯანდაცვის კუთხით, სოციალური კუთხით და ზრუნვის მაჩვენებელი არის რადიკალურად გაზრდილი
პრემიერი: 2012 წლის შემდეგ საქართველოში პენსიონერების რაოდენობა გაიზარდა 206 000-ით, 30%-ით და ძალიან მარტივია ამ მიზეზის ახსნა - ნულოვანი ზრუნვა წინა ხელისუფლების პირობებში ადამიანების მიმართ, ჯანდაცვის კუთხით, სოციალური კუთხით და ზრუნვის მაჩვენებელი არის რადიკალურად გაზრდილი

იმედი|imedinews.ge

გასული წლის შემდეგ, ახალი ბიუჯეტით, პენსიები გაიზარდა 517 მილიონი ლარით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურის თქმით, ნახევარ მილიარდზე მეტი დაემატა ბიუჯეტს პენსიების ნაწილში.

„პირველად გადააჭარბა ამ მიმართულებით ბიუჯეტმა 5 მილიარდ ლარს, რამაც მოგვცა პენსიების გაზრდის შესაძლებლობა 70 წლამდე პენსიონერებისთვის 20 ლარით, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის 45 ლარით. შესაბამისად, პენსია შეადგენს წლევანდელი ბიუჯეტის მიხედვით 370 და 495 ლარს, მაღალმთიან რეგიონებში შესაბამისად 444 და 594 ლარს.

მუდმივად იზრდება პენსიონერების რაოდენობა, რაც იმის გაგრძელებაა, რომ გაიზარდა საშუალო ასაკი. გასული წლის განმავლობაში პენსიონერების რაოდენობა საქართველოში გაიზარდა 24 200 პენსიონერით. ეს გვიმცირებს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ პენსია, თუმცა, ბუნებრივია, მთავარი არის ის, რომ იზრდება მოსახლეობის საშუალო ასაკი. ეს არის ჩვენი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების წარმატებული განხორციელების შედეგი.

მთლიანობაში, 2012 წლის შემდეგ საქართველოში პენსიონერების რაოდენობა გაიზარდა 206 000-ით, 30%-ით და ძალიან მარტივია ამ მიზეზის ახსნა. ნულოვანი ზრუნვა წინა ხელისუფლების პირობებში ადამიანების მიმართ, ჯანდაცვის კუთხით, სოციალური კუთხით და ზრუნვის მაჩვენებელი არის რადიკალურად გაზრდილი. სწორედ ამან მოგვცა შედეგად ის, რომ პენსიონერების რაოდენობა გაიზარდა საშუალო ასაკით და გაიზარდა პენსიონერების რაოდენობა 30%-ით, 683 000 პენსიონერიდან 889 000 პენსიონერამდე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 123 სტატია.

  • ნორვეგიის პრემიერის თქმით ზელენსკის თვითმფრინავს მოლდოვიდან აფრენისას დრონი ცოტათი აცდაფორმულა
  • ეკონომიკური ზრდა გვაძლევს სავალუტო რეზერვების შევსების შესაძლებლობას | პრემიერიBM.GE
  • "კობახიძე ფაქტობრივად პრემიერი აღარც არის, რომ შეხედავ მიხვდები, რომ ძალაგამოცლილია" - არმაზ ახვლედიანიტვ პირველი
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი Columbia Group-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს, ანდრეას ჰაჯიპეტრუს შეხვდარუსთავი 2
პრემიერ →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

იმედი

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი