მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მკაფიო განცხადება შეწყალებასთან დაკავშირებით, ეს წინადადება სათანადოდ მიიღეს კონკრეტულმა პატიმრებმა, აღიარეს დანაშაული და მათთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, იმისთვის, რომ ახალი ძალადობა არ იყოს წახალისებული, მნიშვნელოვანია, სამართალი აღსრულდეს
პრემიერი: ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მკაფიო განცხადება შეწყალებასთან დაკავშირებით, ეს წინადადება სათანადოდ მიიღეს კონკრეტულმა პატიმრებმა, აღიარეს დანაშაული და მათთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, იმისთვის, რომ ახალი ძალადობა არ იყოს წახალისებული, მნიშვნელოვანია, სამართალი აღსრულდეს

იმედი|imedinews.ge

ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მკაფიო განცხადება შეწყალებასთან დაკავშირებით და ზოგადად პატიმრების მიმართ მიდგომებთან დაკავშირებით. ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ იქნება სინანული დანაშაულთან მიმართებით, თუ იქნება შესაბამისი მიმართვა, ჩვენ მზად ვართ, შესაბამისი რეაგირება იყოს ამ ყველაფერზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს წინადადება სათანადოდ მიიღეს კონკრეტულმა პატიმრებმა.

„მათ შესაბამისად, აღიარეს ჩადენილი დანაშაული და შესაბამისად, გაფორმდა მათთან საპროცესო შეთანხმება. ძალიან კარგი იქნება, სხვა პატიმრებიც თუ მიბაძავენ ამ ადამიანებს, მათ შორის აღიარების კუთხით, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტისადმი შეწყალებაზე მიმართვის კუთხით. ჩვენ შეგვიძლია აქედანვე რა თქმა უნდა, პრეზიდენტთან შეთანხმებით, კიდევ ერთხელ გავცეთ პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაბამისი მიმართვის, აღიარების და სინანულის შემთხვევაში, ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება. ეს არის მნიშვნელოვანი დანაშაულის პრევენციისთვის.

გახსოვთ, რომ 2023 წელს იყო სისტემური ძალადობა სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა, მაშინ ერთი პირი იყო მხოლოდ დაკავებული, ისიც შეიწყალა შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა. შემდეგ ექვსი პირი იყო დაკავებული, ამან პრევენციული ეფექტი არ იქონია, პირიქით, წაახალისა ახალი ძალადობა. იმისათვის, რომ ახალი ძალადობა არ იყოს წახალისებული, მნიშვნელოვანია, სამართალი აღსრულდეს. კიდევ ერთხელ თუ იქნება აღიარება, რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება შესაბამისი რეაგირება და ამაზე კიდევ ერთხელ შემიძლია პირობა დავდო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 57 სტატია.

  • ჰამასი დათანხმდა განიარაღების შეთანხმებას, რომელიც ღაზადან ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავსფორმულა
  • რასაც მივაღწიეთ დღეს, ესეც დასაფასებელია, მაგრამ იმ მედიკამენტზე, რომელიც ყველა ბავშვზე ვრცელდება, ჯერჯერობით, არ არის შეთანხმება მიღწეული - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი კახა წიქარიშვილირუსთავი 2
  • "მნიშვნელოვანი ელემენტია საფინანსო სექტორის სტაბილურობისათვის" - კოვზანაძე WB-სთან გაფორმებულ შეთანხმებაზეBM.GE
  • სომხეთმა დაამტკიცა “ტრამპის მარშრუტის” შეთანხმების რატიფიცირების კანონპროექტინეტგაზეთი
შეთანხმება →ძალადობის →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

ტრამპი: Patriot-ის სისტემა წარმოუდგენელია, თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ვიდრე ვინმეს მის წარმოებას ვანდობთ - არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თუ ამ ტექნოლოგიას მისცემ, შესაძლოა ერთ დღესაც შენ წინააღმდეგ შემობრუნდნენ

პედაგოგი მაკა სახურია: სულ რომ არაფერი დაეშავებინა სააკაშვილის რეჟიმს, კობა დავითაშვილის მიმართ ჩადენილი სისასტიკე და ცოდვა არ მოასვენებს არც მიშას და არც იმ ადამიანებს, ვისაც მისი დალეწვა და განადგურება დაავალა

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

იმედი

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი