მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: დანიაში ბრუტალური მეთოდებით, ძაღლების გამოყენებით მოხდა მშვიდობიანი შეკრების დარბევა და საქართველოში მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს, ეს არის ორმაგი სტანდარტები
პრემიერი: დანიაში ბრუტალური მეთოდებით, ძაღლების გამოყენებით მოხდა მშვიდობიანი შეკრების დარბევა და საქართველოში მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს, ეს არის ორმაგი სტანდარტები

პრემიერი: დანიაში ბრუტალური მეთოდებით, ძაღლების გამოყენებით მოხდა მშვიდობიანი შეკრების დარბევა და საქართველოში მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს, ეს არის ორმაგი სტანდარტები

იმედი|imedinews.ge

თქვენ გახსოვთ რეაქციები საქართველოში მომხდართან დაკავშირებით, როდესაც მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს იმას, რაც ხდებოდა და ამ დროს ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, თუ როგორი „მშვიდობიანი“ იყო ის შეკრებები, ეს რის ორმაგი სტანდარტები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში დანიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სინამდვილეში, საზოგადოება თვალს ადევნებდა ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში და მანამდეც.

„თქვენ გახსოვთ რეაქციები საქართველოში მომხდართან დაკავშირებით, როდესაც მშვიდობიანი შეკრების დარბევა უწოდეს იმას, რაც ხდებოდა და ამ დროს ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, თუ როგორი „მშვიდობიანი“ იყო ის შეკრებები. სინამდვილეში, ჩვენ ვადევნებდით თვალს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, მანამდეც, ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს. ამას უწოდებდნენ მშვიდობიან შეკრებებს, აქაც ჩანს რამდენად სამარცხვინოა მათი მდგომარეობა. და როდესაც იყო მძიმე გადაცდომები, მაგრამ ეს იყო კონკრეტული ექსცესები სამართალდამცავი ორგანოების კონკრეტული წარმომადგენლების გადაცდომები, ამის განზოგადება ხდებოდა სრულიად უსამართლოდ. ეს არის ორმაგი სტანდარტები, ძალიან სამარცხვინო სახეს აჩვენებს დღეს ევროპული ბიუროკრატია. ამის ადგილობრივი გამოხატულება იყო ევროკავშირის ელჩის, გერმანიის ელჩის უსუსური სახე, როდესაც მათ ვერ გაბედეს ამ ქმედებისთვის შეფასების მიცემაც კი, დანარჩენზე საზოგადოება ჩამოიყალიბებს საკუთარ მოსაზრებას“, - აღნიშნა პრემიერმა.

კითხვაზე, რომელიც დანიაში განვითარებულ მოვლენებზე ადგილობრივი პოლიციის პასუხს შეეხებოდა, რომ როდესაც მოქალაქეები არ ემორჩილებიან პოლიციის მითითებებს, მაშინ შესაძლებელია, აუცილებელი გახდეს ძალის გამოყენება, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დიალოგსა და წარუმატებელ დისკუსიაზე საუბარი უადგილოა, როდესაც მშვიდობიანი შეკრება ძალის გამოყენებით დაარბიეს.

გავიხსენოთ, რა ხდებოდა თბილისში, პირდაპირ თავს ესხმოდნენ პოლიციელებს, ინსტიტუტებს, რა დიალოგზე იყო საუბარი და ამას დაარქვეს აქ მშვიდობიანი შეკრება და დანიაში თურმე დიალოგის ხარისხი არ მოეწონათ მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებთან. საერთოდ „სად არიან“- ჟარგონით რომ ვთქვათ ეს ადამიანები, „სად არის“ დანიის ხელისუფლება, სად არის მთლიანად ევროპული ბიუროკრატია. რა დიალოგზე იყო საერთოდ საუბარი, მშვიდობიანი შეკრება იყო და ბრუტალური მეთოდებით, ძაღლების გამოყენებით მოხდა ამ მშვიდობიანი შეკრების დარბევა. რა დიალოგზე და წარუმატებელ დისკუსიაზეა საუბარი“, - აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიაფორმულა
  • უნგრეთის პრემიერს პირდაპირ ეთერში შეაფურთხეს | პეტერ მადიარი საჩივრის შეტანას არ აპირებსBM.GE
  • უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგებატვ პირველი
პრემიერ →

მსგავსი სტატიები

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი