მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: დასაქმების ნაწილში შემცირება გამოწვეულია საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმებით, ეს იყო აბსოლუტურად უსარგებლო და არასწორი პროგრამა, 28 000 ადამიანი იყო ფიქტიურად გაფორმებული, რეალურად არ მუშაობდნენ, ეს რომ არ ყოფილიყო კვარტალურ ნაწილშიც დაფიქსირდებოდა ზრდა
პრემიერი: დასაქმების ნაწილში შემცირება გამოწვეულია საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმებით, ეს იყო აბსოლუტურად უსარგებლო და არასწორი პროგრამა, 28 000 ადამიანი იყო ფიქტიურად გაფორმებული, რეალურად არ მუშაობდნენ, ეს რომ არ ყოფილიყო კვარტალურ ნაწილშიც დაფიქსირდებოდა ზრდა

იმედი|imedinews.ge

რაც შეეხება შემცირებას დასაქმების ნაწილში, ეს არის გამოწვეული ერთი კონკრეტული ფაქტორით - ეს არის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს იყო აბსოლუტურად უსარგებლო და არასწორი პროგრამა.

„უმუშევრობის სტატისტიკას რაც ეხება. პირველ რიგში, თუ ადარებთ პირველ კვარტალს წინა წელთან ეს სტატისტიკურად არასწორია, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს შემიძლია გითხრათ ერთი რამ. რაც შეეხება შემცირებას დასაქმების ნაწილში, ეს არის გამოწვეული ერთი კონკრეტული ფაქტორით - ეს არის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმება. ეს იყო აბსოლუტურად უსარგებლო და არასწორი პროგრამა, რომელიც ჩვენ გავაუქმეთ. 28 000 ადამიანი იყო ფიქტიურად გაფორმებული, რეალურად არ მუშაობდნენ. ეს პროგრამა გაუქმდა, რასაც ალტერნატივა არ ჰქონდა და ამან ფორმალურად გამოიწვია დასაქმების შემცირება 28 000 ადამიანით. რომ არ ყოფილიყო ეს, ამ შემთხვევაში, ამ ნაწილშიც, კვარტალურ ნაწილშიც დაფიქსირდებოდა ზრდა. შემდეგი შეკითხვა ეხებოდა „აწარმოე საქართველოში“ და მსგავს პროგრამებს. აქ ითქვა, რომ ერთი სამუშაო ადგილის შექმნა ჯდება 200 000 ლარი. არ ვიცი ეს კალკულაცია რას ეფუძნება. მე შემიძლია გითხრათ, როგორია რეალური მონაცემები. ერთი სამუშაო ადგილის შექმნა ამ პროგრამებს უჯდება 15 000 ლარი. 15 000 ლარი ერთი სამუშაო ადგილი, რაც არის საუკეთესო მაჩვენებელი. არის ქვეყნები, სადაც ერთი სამუშაო ადგილის შექმნა ჯდება 25 000, 30 000, 35 000 დოლარი. ჩვენს შემთხვევაში, ამ პროგრამების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი არის 15 000 ლარი ერთ სამუშაო ადგილზე, რაც არის ნამდვილად საუკეთესო მაჩვენებელი“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიას: თქვენ ამტკიცებთ, რომ თვალთხარია კი არ არის გახარია, რასაც მაშინ ბანერით ამტკიცებდით, არამედ ამტკიცებთ, რომ უთავმოყვარეოა და რა მნიშვნელობა აქვს, თვალთხარიაა თუ უთავმოყვარეო, ასეც და ისეც სამარცხვინოა თქვენი თავმჯდომარე

მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა

მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა

იმედი

POLITICO: თურქეთის ხელისუფლებამ ნატოს სამიტის წინ ანკარაში ასობით ადამიანი დააკავა, აკრძალა საპროტესტო აქციები და შეზღუდა მედიის თავისუფლება

POLITICO: თურქეთის ხელისუფლებამ ნატოს სამიტის წინ ანკარაში ასობით ადამიანი დააკავა, აკრძალა საპროტესტო აქციები და შეზღუდა მედიის თავისუფლება

იმედი

პრემიერი ფასებზე: იმ პროცესით, რომელიც დავიწყეთ, მოვახერხეთ ინფლაციური პროცესების შეჩერება, იანვარში გვქონდა მაღალი ინფლაცია სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე, დაახლოებით 2.5%, რაც ერთი თვისთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია, თუმცა თებერვლიდან მოვახერხეთ ფასების ზრდის პროცესის, ინფლაციის დასტაბილურება