მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი გიორგი შარაშიძეს: საქართველოს წინააღმდეგ ტერმინის - დემოკრატიული უკუსვლა დამკვიდრება დაიწყეს 2019 წლის ბოლოს, როდესაც თქვენი პარტიის თავმჯდომარე იყო პრემიერ-მინისტრი, მაშინ თუ იყვნენ უსამართლოები ეს ადამიანები, თქვენი თავმჯდომარე დემოკრატიულ უკუსვლას აღიარებდა? მაშინ უთავმოყვარეო იყო, რადგან პრემიერად რჩებოდა იქ, სადაც იყო დემოკრატიული უკუსვლა
პრემიერი გიორგი შარაშიძეს: საქართველოს წინააღმდეგ ტერმინის - დემოკრატიული უკუსვლა დამკვიდრება დაიწყეს 2019 წლის ბოლოს, როდესაც თქვენი პარტიის თავმჯდომარე იყო პრემიერ-მინისტრი, მაშინ თუ იყვნენ უსამართლოები ეს ადამიანები, თქვენი თავმჯდომარე დემოკრატიულ უკუსვლას აღიარებდა? მაშინ უთავმოყვარეო იყო, რადგან პრემიერად რჩებოდა იქ, სადაც იყო დემოკრატიული უკუსვლა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული ტერმინების დამკვიდრება დაიწყეს 2019 წლის ბოლოს, ტერმინი დემოკრატიული უკუსვლა, მანამდე არ გამოუყენებიათ. ამ ტერმინის დამკვიდრება დაიწყეს 2019 წლის ბოლოს, როდესაც თქვენი პარტიის თავმჯდომარე იყო პრემიერ-მინისტრი, მაშინ თუ იყვნენ უსამართლოები ეს ადამიანები, დემოკრატიულ უკუსვლას აღიარებდა? მაშინ უთავმოყვარეო იყო, პრემიერად რჩებოდა იქ, სადაც იყო დემოკრატიული უკუსვლა, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გახარიას პარტიის წარმომადგენელ გიორგი შარაშიძეს.

მთავრობის მეთაურის თქმით, დემოკრატიულ უკუსვლასთან ერთად, ამერიკიდან და ევროპიდან პირდაპირ იყო ერთიანი დალაგებული გზავნილი, რომ საქართველომ გადაუხვია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.

„თქვენი თავმჯდომარის ბრალი იყო ის, რომ მთელი ამერიკა და ევროპა რომ ამბობდა ამ ტყუილს, რომ ეს უკავშირდებოდა პროპორციული სისტემის ჩავარდნას. ვინ ეკითხებათ საერთოდ პროპორციული იქნება სისტემა, მაჟორიტარული თუ შერეული? ეს ხომ სუვერენული გადაწყვეტილებაა. ეს პროპორციული სისტემა მაინც ასამოქმედებელი იყო იმ საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომლებიც ჩვენ დავამტკიცეთ. გამოდიოდა ამერიკა და ევროპა - თქვენი თავმჯდომარე როცა იყო პრემიერი, იგივე ტყულებს ამბობდნენ მაშინ, რასაც დღეს ამბობენ. ახლა რომ ამბობთ, საპარლამენტო არჩევნები არ მოეწონათო, 2020 წელს გახსოვთ რა ხდებოდა. ერთად დავდიოდით მაშინ ჩვენ და თქვენი პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, როცა სამარცხვინოდ ისხდა ოპოზიცია. მოლაპარაკებები დაიწყო და ჩვენ მოლაპარაკებები ოპოზიციასთან კი არ გვქონდა, მოლაპარაკებები გვქონდა დეგნანთან და ჰარცელთან, ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებთან. მათთან გვქონდა მოლაპარაკებები, რაც უნდა გამართულიყო ოპოზიციასთან. მოლაპარაკების მხარე ვიყავით აქეთ ჩვენ და იქით ორი ელჩი. ოპოზიციის წარმომადგენლები იქ ისხდნენ ანტურაჟივით. ეს არის ოპოზიციის სახე. გაგვაკრიტიკეთ რაზეც გინდათ, რაღაც კანონი არ მოგწონთ, გადაწყვეტილება არ მოგწონთ. თქვენ თვითონ რომ აღიარებთ, ჩვენი ოცნებაა ევროკავშირიო, კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ეს არის ჩვენი მიზანი, იქ ხომ მაინც შეიძლება, რომ სახელმწიფოს გვერდით დაუდგეთ. აქ ხელისუფლების გვერდში დადგომა ხომ სახელმწიფოს გვერდში დადგომაა. თუ შენ ამაზე ოცნებობ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, გამოდი და თქვი, ეს ყველაფერი უსამართლობაა, სიმახინჯეა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 218 სტატია.

  • „ჩვენი ფორმებიც აკმაყოფილებს მსოფლიოში აპრობირებულ ყველა სტანდარტს“ - მინისტრის მოადგილეBM.GE
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგაფორმულა
  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
მინისტრი →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა