მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნას გადაწყვეტილებები მიღებული, რათა არ დაზიანდეს არც ერთი მხარის, მათ შორის ბიზნესის ინტერესები, საშუალო ფასნამატი შეადგენს 86%-ს, რაც შესაძლებელია, შემცირდეს, თუ მოხდება ჯაჭვის ოპტიმიზაცია
პრემიერი: კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნას გადაწყვეტილებები მიღებული, რათა არ დაზიანდეს არც ერთი მხარის, მათ შორის ბიზნესის ინტერესები, საშუალო ფასნამატი შეადგენს 86%-ს, რაც შესაძლებელია, შემცირდეს, თუ მოხდება ჯაჭვის ოპტიმიზაცია

პრემიერი: კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნას გადაწყვეტილებები მიღებული, რათა არ დაზიანდეს არც ერთი მხარის, მათ შორის ბიზნესის ინტერესები, საშუალო ფასნამატი შეადგენს 86%-ს, რაც შესაძლებელია, შემცირდეს, თუ მოხდება ჯაჭვის ოპტიმიზაცია

იმედი|imedinews.ge

მეტი გამჭვირვალობა, მეტი მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში რეაგირება, მოკლევადიან რეჟიმში საერთო გადაწყვეტაზე ფიქრი და გზების გამონახვა ფასების შემცირებისთვის ძირითად პროდუქტებზე, ეს არის ის გზა, რომელიც შედეგამდე მიგვიყვანს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“.

პრემიერის თქმით, კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნას ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ არ დაზიანდეს არც ერთი მხარის, მათ შორის ბიზნესის ინტერესები.

„კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნას ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ არ დაზიანდეს არც ერთი მხარის, მათ შორის ბიზნესის ინტერესები. ბიზნესის ინტერესების დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტია. თუ ზედმეტად უხეში იქნება ჩარევა, შეიძლება მთლიანად ჩამოიშალოს ეს სექტორი და ასეთ შემთხვევაში ეს პირდაპირ აისახება ფასებზეც. საჭიროა ფრთხილი მიდგომა.

ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული კონსულტაციების საფუძველზე. საჭიროა ბიზნესთან კონსულტაცია და საზოგადოების ფართო ჩართულობა. დისკუსია გაიხსნა იმისათვის, რომ საზოგადოებამ გაიგოს მეტი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ბიზნესთან კონსულტაციების საფუძველზე ჩამოვყალიბდეთ ოპტიმალურ მიდგომებზე. ეს შეიძლება იყოს მოკლევადიანი მიდგომები და ამის მაგალითია ძირითადი კალათის განსაზღვრა, სადაც შეიძლება მოკლევადიან პერიოდში მოვახერხოთ ფასების შემცირება. გრძელვადიანი შეიძლება იყოს ზრუნვა მიწოდების ჯაჭვის დამოკლებაზე და შესაბამისად, ფასნამატის შემცირებაზე, რაც არის ერთ-ერთი დასკვნა, რაც კომისიამ შეიმუშავა. ასევე ჩვენ შეიძლება ვიზრუნოთ ბაზრის მეტად გამჭვირვალობაზე, ესეც კომისიის ერთ-ერთი დასკვნაა. გამჭვირვალობა მოგვცემს პროცესებზე უკეთ დაკვირვების საშუალებას.

შეიძლება არსებობდეს გარკვეული კარტელური გარიგებების რისკი და ამის იდენტიფიცირება გამჭვირვალობის პირობებში უფრო მარტივი იქნება. ეს ხელს შეუწყობს სამართლიან კონკურენციას და ეს ყველა ბიზნეს მოთამაშის ინტერესში უნდა იყოს, ვინც დაინტერესებულია სამართლიანი წესების არსებობის. გამჭვირვალობა, კონკურენციის სააგენტოს გაძლიერება, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სათანადო მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში რეაგირება არასწორ პრაქტიკაზე, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში არათუ არ უპირისპირდება ბიზნესის ინტერესებს, პირიქით, ბიზნესის ინტერესებთან შესაბამისობაშია, თუ ისინი მოქმედებენ სამართლიანი ინტერესებით და ვფიქრობ, რომ აქ პოზიციების შეჯერება არის აბსოლუტურად შესაძლებელი. მეტი გამჭვირვალობა, მეტი მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში რეაგირება, მოკლევადიან რეჟიმში საერთო გადაწყვეტაზე ფიქრი და გზების გამონახვა ფასების შემცირებისთვის ძირითად პროდუქტებზე, ეს არის ის გზა, რომელიც შედეგამდე მიგვიყვანს. ბაზრის მოთამაშეებს შორისაც, ქსელურ მარკეტებს შორისაც შეინიშნება ტენდენციები, მაგალითად მიწოდების ჯაჭვის დამოკლების ტენდენციები. თვითონ ზრუნავენ კონკრეტული ქსელების წარმომადგენლები იმაზე, რომ გარკვეული რგოლები შემცირდეს, რაც შეამცირებს ფასნამატს.

საშუალო ფასნამატი შეადგენს 86%-ს, რაც შესაძლებელია შემცირდეს. თუ მოხდება ამ ჯაჭვის ოპტიმიზაცია, ფასნამატის შემცირება არის შესაძლებელი, რაც აისახება ფასებზე. ჩვენ ვნახეთ გერმანიის პრაქტიკა და საწყობიდან დახლამდე ფასნამატი შეადგენს არაუმეტეს 30%-ს. ეს არის სტრუქტურული პრობლემა, რაც ასევე, კომისიამ დაადგინა. თუ ჩვენ ამ სტრუქტურულ პრობლემას დავძლევთ, ფასები აუცილებლად შემცირდება. ეს არის საშუალო ვადიანი ამოცანა“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიაფორმულა
  • უნგრეთის პრემიერს პირდაპირ ეთერში შეაფურთხეს | პეტერ მადიარი საჩივრის შეტანას არ აპირებსBM.GE
  • უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგებატვ პირველი
პრემიერ →ბიზნესის →

მსგავსი სტატიები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი

ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

იმედი