მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: მოსახლეობის ზრდა გამოიწვია გასული წლის განმავლობაში დადებითმა მიგრაციულმა სალდომ და სწორედ ამის ხარჯზე გაიზარდა მოქალაქეების ნაწილში საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 91 000-ით, ასე არაკომპეტენტურად არ უნდა გამოვიდეს ადამიანი, როდესაც ეწოდება პარლამენტის წევრი, ტრაგიკულია მათი ასეთი მდგომარეობა
პრემიერი: მოსახლეობის ზრდა გამოიწვია გასული წლის განმავლობაში დადებითმა მიგრაციულმა სალდომ და სწორედ ამის ხარჯზე გაიზარდა მოქალაქეების ნაწილში საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 91 000-ით, ასე არაკომპეტენტურად არ უნდა გამოვიდეს ადამიანი, როდესაც ეწოდება პარლამენტის წევრი, ტრაგიკულია მათი ასეთი მდგომარეობა

იმედი|imedinews.ge

მოსახლეობის ზრდა გამოიწვია გასული წლის განმავლობაში დადებითმა მიგრაციულმა სალდომ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში. მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ამის ხარჯზე გაიზარდა მოქალაქეების ნაწილში საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 91 000-ით. „რამდენიმე საკითხს მინდა გამოვეხმაურო იმისათვის, რომ მოსახლეობას არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები. კონკრეტული გამოსვლებიდან მინდა პასუხი გავცე კონკრეტულ გზავნილებს. ეჭვი შეიტანეს მოსახლეობის გაზრდასთან დაკავშირებით საქსტატის მონაცემებში და იმის კომპეტენციაც კი არ აქვთ, რომ ჩაეძიონ საქსტატი რას უკავშირებს მოსახლეობის ზრდას: შობადობას თუ მიგრაციულ პროცესებს. როცა თქვა, რომ ეჭვი შეჰქონდა მოსახლეობის ზრდაში, ახსენა შობადობა. ამ დროს ძალიან მარტივად შეეძლო ჩაძიებოდა, თუ რა იყო მოსახლეობის ზრდის მიზეზი და ნახავდა, რომ ეს არ არის შობადობის სახარბიელო მაჩვენებლები, ეს არის მიგრაციული პროცესები. რეალურად, მოსახლეობის ზრდა გამოიწვია გასული წლის განმავლობაში დადებითმა მიგრაციულმა სალდომ და სწორედ ამის ხარჯზე გაიზარდა მოქალაქეების ნაწილში საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 91 000-ით. აქაც, საქსტატზე შეიძლება ვიღაცამ ასე თქვას, ვიღაცამ ისე, მათი საქმეა, თუმცა საქსტატი ეფექტიანად მუშაობს. მე მინდა საზოგადოებას გავუზიარო მონაცემები, რაც ადასტურებს იმას, რომ საქსტატის ციფრები არის სწორი. მოსწავლეების რაოდენობა საქართველოში 2012 წლის შემდეგ გაიზარდა 559 400-დან 644 200-მდე. ეს არის იმ მოსწავლეების რაოდენობა, რომლებიც ფიზიკურად სწავლობენ სკოლებში. 84 800-ით არის გაზრდილი მოსწავლეების რაოდენობა. საიდან მოვიდა ეს რაოდენობა, თუ მთლიანობაში არ გვაქვს მოსახლეობის ზრდა? ანუ ბავშვების ნაწილშიც, მოსწავლეების ნაწილში, 6-დან 18 წლამდე მოსახლეობაში გვაქვს ზრდა 84 800-ით“, - განაცხადა პრემიერმა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სტუდენტების ნაწილშიც არის ზრდა 109 533-დან 150 986-მდე. „სტუდენტების რაოდენობა არის გაზრდილი 41 453-ით. საიდან გაიზარდა ახალგაზრდებში მოსახლეობა, თუ მთლიანობაში არ გვაქვს ზრდა? და პენსიონერების ნაწილში, აქ ბიუჯეტიდან ვუხდით თანხებს პენსიონერებს. პენსიონერების რაოდენობა იყო 2012 წელს 682 886 და გაიზარდა 888 518-მდე ასაკით პენსიონერთა რაოდენობა, ანუ გაზრდილია 205 632-ით. ეს ნიშნავს იმას, რომ გვაქვს მოსახლეობის ზრდა, მათ შორის მოქალაქეების ნაწილში და კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ სამწუხაროდ, არა შობადობის ხარჯზე, არამედ მთლიანად მიგრაციული სალდოს ხარჯზე გვაქვს ეს ზრდა. შესაბამისად, ვიდრე ვიღაც შეიტანს ეჭვს კონკრეტულ მონაცემებში, ელემენტარულად შეუძლია ჩაუღრმავდეს და ასე არაკომპეტენტურად არ უნდა გამოვიდეს ადამიანი, როდესაც ეწოდება პარლამენტის წევრი. მართლა ტრაგიკულია მათი ასეთი მდგომარეობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პარლამენტის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • სომხეთი პოლონეთთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტში გეგმავსფორმულა
  • სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები ჩანიშნაBM.GE
  • დღეს, პარლამენტში საშემოდგომო სესია იხსნებარუსთავი 2
  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, დავით მამისეიშვილის კანდიდატურა წარუდგინატვ პირველი
პარლამენტის →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი