მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: როდესაც გინდა, დაეხმარო ქვეყანას, ფული უნდა ჩაასხა ამ ქვეყნის ეკონომიკაში, ეს ერთადერთხელ გააკეთა ამერიკის ძველმა ადმინისტრაციამ და ევროპულმა ბიუროკრატიამ 2009-2011 წლებში, როდესაც უცხოური აგენტურა, სააკაშვილის რეჟიმი იყო გადასარჩენი - „დიფ სთეითის“ ლოგიკით, შენს აგენტურას არ უნდა დაეხმარო, რომ ძლიერად არ იგრძნოს თავი
პრემიერი: როდესაც გინდა, დაეხმარო ქვეყანას, ფული უნდა ჩაასხა ამ ქვეყნის ეკონომიკაში, ეს ერთადერთხელ გააკეთა ამერიკის ძველმა ადმინისტრაციამ და ევროპულმა ბიუროკრატიამ 2009-2011 წლებში, როდესაც უცხოური აგენტურა, სააკაშვილის რეჟიმი იყო გადასარჩენი - „დიფ სთეითის“ ლოგიკით, შენს აგენტურას არ უნდა დაეხმარო, რომ ძლიერად არ იგრძნოს თავი

იმედი|imedinews.ge

რეალურად არის ქვეყნები, რომელთა რეალური დახმარებაც შეუძლია ევროპულ ბიუროკრატიას, თუმცა ისინი ამას არ აკეთებენ. როდესაც გინდა, დაეხმარო ქვეყანას, შენ ფული უნდა ჩაასხა ამ ქვეყნის ეკონომიკაში, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთადერთი, როდესაც ეკონომიკაში ჩაასხეს ფული, ამერიკის ძველმა ადმინისტრაციამ და ასევე ევროპულმა ბიუროკრატიამ, ეს იყო 2009-2011 წლები, როდესაც უცხოური აგენტურა იყო გადასარჩენი ქვეყანაში.

„მინდა, კიდევ ერთხელ ვისაუბრო ძალიან სამწუხარო პოლიტიკაზე, რომელიც აქვს ევროპულ ბიუროკრატიას არა მარტო ქართველ ხალხთან მიმართებით, არამედ იგივე მოლდოველ, უკრაინელ ხალხთან მიმართებით და ყველა იმ ხალხთან მიმართებით, რომელიც გამოხატავს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს. რეალურად არის ქვეყნები, რომელთა რეალური დახმარებაც შეუძლია ევროპულ ბიუროკრატიას, თუმცა ისინი ამას არ აკეთებენ. როდესაც გინდა, დაეხმარო ქვეყანას, შენ ფული უნდა ჩაასხა ამ ქვეყნის ეკონომიკაში.

ეს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი ქვეყნის გაძლიერებას, რაც ერთადერთხელ გააკეთა ამერიკის ძველმა ადმინისტრაციამ და ასევე ევროპულმა ბიუროკრატიამ ეს იყო 2009-2011 წლები, როდესაც ომის შემდგომ იყო უმძიმესი ვითარება და აგენტურა, სააკაშვილის რეჟიმი იყო გადასარჩენი. ერთადერთი, როდესაც ეკონომიკაში ჩაასხეს ფული, იყო 2009-2011 წლები.

ეს არის რეალობა და დანარჩენი არის ქარდები, რომელიც არაფერს ეუბნება ქართულ საზოგადოებას არც ერთხელ, გარდა 2009-2011 წლები, როდესაც უცხოური აგენტურა იყო გადასარჩენი ამ ქვეყანაში, არც ერთ სხვა შემთხვევაში ეკონომიკაში ფული არ ჩაუსხამთ. საქართველო არის მცირე ქვეყანა, ჩვენი ეკონომიკა მთლიანად არის 38 მილიარდი დოლარი, ამაზე ბევრად ნაკლები იყო წლების წინ. საქართველოს ფეხზე დაყენებას არაფერი სჭირდებოდა, ისევე როგორც მოლდოვის ფეხზე დაყენებას არ სჭირდება არაფერი. მოლდოვაში არის უმძიმესი ვითარება, კრიზისული ვითარება და ბოლო სამი წლის განმავლობაში ჯამურად შემცირდა მოლდოვის ეკონომიკა. ამ წლების განმავლობაში ბოლო 5 წლის განმავლობაში 13,5 მილიარდი დოლარი გავზარდეთ სხვაობა საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის.

იქ ხომ მაინც ის ხალხია, რომელიც მოსწონს ევროპულ ბიუროკრატიას, რატომ არ ეხმარებიან მოლდოველ ხალხს, არ ეხმარებიან, რადგან არის მარტივი ლოგიკა, რომელიც აქვს „დიფ სთეითს“, შენს აგენტურას არ უნდა დაეხმარო იმისათვის, რომ ძლიერად არ იგრძნოს თავი. ქვეყანამ სუსტად უნდა იგრძნოს თავი იმისათვის, რომ ადვილი იყოს მისი დაქვემდებარება და შესაბამისი ქვეყნის მოსახლეობის დაქვემდებარება, ეს არის „დიფ სთეითის“ პოლიტიკა, რომლის მსხვერპლი არის მოლდოვის მოსახლეობა, უკრაინის მოსახლეობა და რომლის გამოც ქართველ ხალხს მთელი ამ წლების განმავლობაში, სინამდვილეში არსებითად, თვისებრივად არავინ დახმარებია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სააკაშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 81 სტატია.

  • მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიის, ქართული სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად დაბრუნდა... დაბრუნდა იმ ფორმით, რითაც შეიძლებოდა ამ ქვეყანაში შემოღწევა - ლაშა ფარულავარუსთავი 2
  • ივანიშვილი აპირებს გადაიხადოს ის ანგარიში, რომელიც მოსკოვმა 2012 წელს, ხელისუფლებაში მოყვანისთვის წაუყენა - სააკაშვილიტვ პირველი
  • პაპუაშვილი: სააკაშვილმა, რომელიც საკუთარ მმართველობას ადარებდა აღმაშენებელს, დიდგორობას ომი წააგოფორმულა
  • ცხინვალი: კობახიძემ სააკაშვილის ბრალეულობა აღიარა, პასუხისმგებლობა ქვეყანამაც უნდა აიღოსნეტგაზეთი
სააკაშვილის →რეჟიმში →

მსგავსი სტატიები

თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ

სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე, დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე, დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი