მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: როდესაც ხედავ, რომ 30%-დან შენი, ევროკავშირის წილი გლობალურ ეკონომიკაში შემცირდა 17,5%-მდე და მაღალი ალბათობით შეიძლება კიდევ უფრო შემცირდეს, ამასობაში ძალიან სწრაფად გაიზარდა ამერიკის, ჩინეთის ეკონომიკა და ორივე ჩრდილავს ევროკავშირს ეკონომიკური თვალსაზრისით, რაღაც მომენტში უნდა გამოფხიზლდნენ, ვიღაცამ უნდა გააცნობიეროს, რომ სუვერენული პოლიტიკის დროა და აღარ არის იმის დრო, გარე ძალების კარნახით იმოქმედოს ევროპულმა ბიუროკრატიამ
პრემიერი: როდესაც ხედავ, რომ 30%-დან შენი, ევროკავშირის წილი გლობალურ ეკონომიკაში შემცირდა 17,5%-მდე და მაღალი ალბათობით შეიძლება კიდევ უფრო შემცირდეს, ამასობაში ძალიან სწრაფად გაიზარდა ამერიკის, ჩინეთის ეკონომიკა და ორივე ჩრდილავს ევროკავშირს ეკონომიკური თვალსაზრისით, რაღაც მომენტში უნდა გამოფხიზლდნენ, ვიღაცამ უნდა გააცნობიეროს, რომ სუვერენული პოლიტიკის დროა და აღარ არის იმის დრო, გარე ძალების კარნახით იმოქმედოს ევროპულმა ბიუროკრატიამ

იმედი|imedinews.ge

როდესაც ხედავ, რომ 30 %-დან შენი, ევროკავშირის წილი გლობალურ ეკონომიკაში შემცირდა 17,5 %-მდე და მაღალი ალბათობით შეიძლება კიდევ უფრო მეტად შემცირდეს, ამასობაში ძალიან სწრაფად გაიზარდა ამერიკის ეკონომიკა, ჩინეთის ეკონომიკა და ორივე ჩრდილავს უკვე ევროკავშირს ეკონომიკური თვალსაზრისით, ასეთ დროს რაღაც მომენტში უნდა გამოფხიზლდნენ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.

მისივე თქმით, კონკრეტული პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა ქართული მხარის ოპტიმიზმი ეფუძნება იმას, რომ ვიღაც უნდა გამოფხიზლდეს და გააცნობიეროს ევროპულ ბიუროკრატიაში, რომ სუვერენული პოლიტიკის დროა და აღარ არის გარე ძალების კარნახით მოქმედების დრო.

„მე კონკრეტული პროგნოზის გაკეთება ძალიან გამიჭირდება - რა შეიძლება მოხდეს, როდის შეიძლება მოხდეს, როგორ შეიძლება მოხდეს. ყველაფერი არის აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი. მთელი სამყარო გახდა, სამწუხაროდ, არაპროგნოზირებადი. უკრაინის ომთან დაკავშირებით მილიონი პროგნოზი კეთდებოდა, მაგრამ ვეღარავინ ვეღარ ამბობს უკვე, როდის შეიძლება ეს ომი დასრულდეს. ასეთი ომი საერთოდ გაუგონარია - ფრონტის ხაზი არის პრაქტიკულად ერთ დონეზე გაჩერებული უკვე ამდენი წლის განმავლობაში. რაც, გაუგებარი რამეა. ასევე ირანის გარშემო გაუგებრად ვითარდება მოვლენები. არაპროგნოზირებადი გახდა ზოგადად გლობალური პოლიტიკა. ასეთივე არაპროგნოზირებადია ევროკავშირი.

რაც შეეხება ოპტიმიზმს, ეს არის უბრალოდ ზოგადი ოპტიმიზმი, რაც ეფუძნება რას, რომ რაღაც მომენტში ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. როდესაც ხედავ, რომ 30 %-დან ევროკავშირის წილი გლობალურ ეკონომიკაში შემცირდა 17,5 %-მდე და მაღალი ალბათობით შეიძლება კიდევ უფრო მეტად შემცირდეს. ამასობაში ძალიან სწრაფად გაიზარდა ამერიკის ეკონომიკა, ჩინეთის ეკონომიკა და ორივე ჩრდილავს უკვე ევროკავშირს ეკონომიკური თვალსაზრისით. ასეთ დროს რაღაც მომენტში უნდა გამოფხიზლდნენ.

ან როდესაც ხედავ, რომ საერთოდ ჩაგეკეტა წვდომა იაფ ბუნებრივ რესურსებზე, რასაც ეწირება პირდაპირ ევროპული ინდუსტრიები - მაგალითად, გერმანული ავტოინდუსტრია არის უმძიმესი კრიზისის ქვეშ, რაც არის ზუსტად ამ ყველაფრის შედეგი და გამოხატულება.

რაღაც მომენტში, ჩვენი ოპტიმიზმი ეფუძნება იმას, რომ ვიღაც უნდა გამოფხიზლდეს, ვიღაცამ უნდა შეხედოს სხვანაირად მოვლენებს, ვიღაცამ უნდა გააცნობიეროს, რომ სუვერენული პოლიტიკის დროა და აღარ არის იმის დრო, რომ გარე ძალების კარნახით იმოქმედოს ევროპულმა ბიუროკრატიამ. ეს ზოგადი ოპტიმიზმი ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ“, - აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 78 სტატია.

  • ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ამდენი მოგზაური არასოდეს ჩამოსულა - მაია ომიაძეBM.GE
  • ფაშინიანი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის პროცესს მალე დავიწყებთნეტგაზეთი
  • საქართველო ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის განახლებულ სანქციებს არ შეუერთდაფორმულა
  • შენობა, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებდა, გაიყიდა - რას ამბობს ოპოზიციატვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „ტბელობას“ დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „ტბელობას“ დაესწრო

იმედი

ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“: ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

იმედი