მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და სააკაშვილის, მისი რეჟიმის და „ნაცმოძრაობის“ ღალატი ვერანაირად ვერ გადაფარავს ამ დანაშაულს, ეს იყო დანაშაული ჩვენი სახელმწიფოს, ქვეყნის წინაშე, ჩვენი ხალხის, ჩვენი ჯარისკაცების წინაშე
პრემიერი: რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და სააკაშვილის, მისი რეჟიმის და „ნაცმოძრაობის“ ღალატი ვერანაირად ვერ გადაფარავს ამ დანაშაულს, ეს იყო დანაშაული ჩვენი სახელმწიფოს, ქვეყნის წინაშე, ჩვენი ხალხის, ჩვენი ჯარისკაცების წინაშე

პრემიერი: რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და სააკაშვილის, მისი რეჟიმის და „ნაცმოძრაობის“ ღალატი ვერანაირად ვერ გადაფარავს ამ დანაშაულს, ეს იყო დანაშაული ჩვენი სახელმწიფოს, ქვეყნის წინაშე, ჩვენი ხალხის, ჩვენი ჯარისკაცების წინაშე

იმედი|imedinews.ge

ჩვენ ომის დაწყებაში ვადანაშაულებთ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს. მოღალატე მთავარსარდალი ჰყავდა მაშინ ფორმალურად ამ ქვეყანას, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, რაც შეეხება რუსეთს, რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და რა თქმა უნდა, სააკაშვილის, მისი რეჟიმის და „ნაცმოძრაობის“ ღალატი ვერანაირად ვერ გადაფარავს ამ დანაშაულს.

„ქართული მხარე დაადანაშაულა ომის დაწყებაში თქვენმა პარტიამ, თქვენმა რეჟიმმა, როდესაც ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას. ჩვენ ომის დაწყებაში ვადანაშაულებთ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს. მოღალატე მთავარსარდალი ჰყავდა მაშინ ფორმალურად ამ ქვეყანას. ჩვენი გმირები შეეწირნენ სწორედ იმას, რომ ჩვენი ე.წ. მთავარსარდალი იყო მოღალატე, უცხოელი აგენტი, რომელიც მოქმედებდა უცხო ძალების დაკვეთით. ეს არის რეალობა.

რაც შეეხება რუსეთს, რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და რა თქმა უნდა, სააკაშვილის, მისი რეჟიმის და „ნაცმოძრაობის“ ღალატი ვერანაირად ვერ გადაფარავს ამ დანაშაულს. ეს იყო დანაშაული ჩვენი სახელმწიფოს, ქვეყნის წინაშე, ჩვენი ხალხის, ჩვენი ჯარისკაცების წინაშე. ოკუპაცია არის, რა თქმა უნდა, დანაშაული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სააკაშვილის და მისი რეჟიმის ღალატი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაფარავს ოკუპაციას, იმიტომ, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა რუსეთის ფედერაციამ, რაც შემდგარი ფაქტია.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ერთ მხარეს იყო სააკაშვილის და მისი რეჟიმის ღალატი, მეორე მხარეს იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. მთავარია, რომ ჩვენ ორივე ფაქტს მივცეთ სათანადო შეფასება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სააკაშვილის რეჟიმის მიერ ომის დაწყებას მოჰყვა კონკრეტული გაგრძელება.

„გაგრძელება იყო ოკუპაცია და გაგრძელება იყო ე.წ. აღიარება. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ სააკაშვილი, ეს სისხლიანი, ბინძური უცხოელი აგენტი და საქართველო იყოს ერთი და იგივე. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ეს ბინძური აგენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველო იყოს ერთი და იგივე. როდესაც საუბარია ხელისუფლების აღიარებაზე, საქართველოში შედგა სამართლიანი არჩევნები და სამართლიან არჩევნებს და ხალხის ნებას ყველა უნდა შეეგუოს. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც განსაზღვრა მოვლენების ისე განვითარება, როგორც განვითარდა, იყო ის, რომ მიხეილ საკააშვილმა გააყალბა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები.

მიხეილ სააკაშვილი იყო გაყალბებით თავზე დასმული უცხოელი აგენტი. თქვენ ამოიღეთ მარტო მარნეულის შედეგები, სადაც შავით თეთრზე ჩანს, ანალიზიც არ უნდა. მე განახებთ რასაც ნახავთ 2008 წლის შედეგებში და თქვენ მანახეთ რა იქნება 2024 წლის შედეგებში. მარტო ერთ მაგალითს გეუბნებით, საიდანაც ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ ტოტალურად გაყალბდა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, დაგვისვეს თავზე უცხოელი აგენტი და ამ უცხოელმა აგენტმა შემდეგ შეასრულა დავალება, მან და მისმა სისხლიანმა რეჟიმმა დაიწყო ომი და ამას მოჰყვა შესაბამისი ძალიან მძიმე გაგრძელება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 284 სტატია.

  • სენატმა მხარი დაუჭირა გრემის მიერ მომზადებულ რუსეთის სასანქციო კანონპროექტსBM.GE
  • აშშ-ის სენატმა რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების კანონპროექტი მიიღოფორმულა
  • აშშ კვლავაც გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობასნეტგაზეთი
  • Bloomberg: გასულ თვეს ბელგია გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტის მიმართულებით მთლიანად რუსეთზე დამოკიდებული გახდარუსთავი 2
რუსეთის →ხალხის →

მსგავსი სტატიები

ტრადიციულად, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გორში გაიხსენეს

ტრადიციულად, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გორში გაიხსენეს

იმედი

პარლამენტის თავმჯდომარე: „ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ ეკითხება არც რიტორიკის დაწყებას, არც მის შეწყვეტას. ეს არის საერთო გზავნილი, რომელიც მათ მოსდით და რომელსაც უნდა აჰყვნენ

პარლამენტის თავმჯდომარე: „ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ ეკითხება არც რიტორიკის დაწყებას, არც მის შეწყვეტას. ეს არის საერთო გზავნილი, რომელიც მათ მოსდით და რომელსაც უნდა აჰყვნენ

იმედი

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და ახლობლები დილიდან იკრიბებიან

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და ახლობლები დილიდან იკრიბებიან

იმედი

ქუთაისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ქუთაისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

იმედი