
სენატმა მხარი დაუჭირა გრემის მიერ მომზადებულ რუსეთის სასანქციო კანონპროექტს
7 აგვისტოს სენატში მხარი დაუჭირეს გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ ზეწოლას ისახავს მიზნად. წარმომადგენელთა პალატის მხარდაჭერის შემთხვევაში, სანქციების ეს პროექტი ყველაზე მძლავრი შეზღუდვები იქნება, რაც კი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას რუსეთის წინააღმდეგ მიუღია.
პროექტით, რომელსაც გრემის პატივსაცემად მისი სახელი უწოდეს, სანქციები უნდა გაფართოვდეს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების, ბანკებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების და ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ.
კანონპროექტი პრეზიდენტს ასევე უფლებას აძლევს 100%-იანი გადასახადი დააწესოს იმპორტზე იმ ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთისგან ყიდულობენ დიდი რაოდენობით ნავთობს და გაზს და მას სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან.
პროექტს წარმომადგენელთა პალატის მხარდაჭერა სჭირდება, ხოლო შემდეგ პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი.
BM.GE
წყარო: bm.ge