მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი საინვესტიციო გარემო არის სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი ინვესტორებისთვის, საქართველო მყარად მკვიდრდება საერთაშორისო საინვესტიციო რუკაზე, როგორც გამჭვირვალე და უსაფრთხო ეკონომიკური ცენტრი
პრემიერი: Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი საინვესტიციო გარემო არის სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი ინვესტორებისთვის, საქართველო მყარად მკვიდრდება საერთაშორისო საინვესტიციო რუკაზე, როგორც გამჭვირვალე და უსაფრთხო ეკონომიკური ცენტრი

პრემიერი: Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი საინვესტიციო გარემო არის სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი ინვესტორებისთვის, საქართველო მყარად მკვიდრდება საერთაშორისო საინვესტიციო რუკაზე, როგორც გამჭვირვალე და უსაფრთხო ეკონომიკური ცენტრი

იმედი|imedinews.ge

Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი საინვესტიციო გარემო არის სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი ინვესტორებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მყარად მკვიდრდება საერთაშორისო საინვესტიციო რუკაზე, როგორც გამჭვირვალე და უსაფრთხო ეკონომიკური ცენტრი. „ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის ზრდა პირდაპირ აისახება უძრავი ქონების ბაზრის განვითარებაზე. ამ ფონზე, ჩვენ ვხედავთ სრულიად ახალ დინამიკას - განვითარების პროცესი სულ უფრო მეტად მოიცავს ზღვისპირა რეგიონებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის თანაბარი განვითარებისთვის. დღეს უკვე ჩვენი სანაპირო ზოლი იქცა ახალი შესაძლებლობების სივრცედ იმ პროექტებისთვის, რომლებიც უმაღლესი კლასის სტუმარმასპინძლობას, დასვენებასა და საინვესტიციო ღირებულებას ერთ კონცეფციაში აერთიანებს. სწორედ ამ სტანდარტს პასუხობს ქობულეთის სანაპიროზე დაგეგმილი ეს პროექტი, რომლის ღირებულება არის 300 მილიონი დოლარი. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი ხორციელდება ბათუმიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე, რაც ქობულეთს რეგიონის უმსხვილეს ტურისტულ ეკოსისტემაში აერთიანებს. მისასალმებელია, რომ ამ წამოწყებაში გაერთიანდნენ სფეროს აღიარებული ლიდერები: ბაზრის წამყვანი ქართული კომპანია „არქი“, საერთაშორისო მასშტაბის ქართული დეველოპერი „NEXT“-ი და მსოფლიო გიგანტი - შვეიცარიული ბრენდი „Swissôtel“-ი. ამ თანამშრომლობით, დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი ძალიან დიდი წარმატებით განხორციელდება. პროექტის პარტნიორ კომპანია „არქის“ მიერ ბოლო პერიოდში დამყარებული უმსხვილესი საერთაშორისო თანამშრომლობა - როგორებიცაა, პარტნიორობა The Trump Organization-თან თუ საცხოვრებელი ფართების მსოფლიო ლიდერ BI Group-თან, ჩვენი ქვეყნის მიმართ მკაფიო ნდობის მორიგი სიგნალია. საქართველო მყარად მკვიდრდება საერთაშორისო საინვესტიციო რუკაზე, როგორც გამჭვირვალე და უსაფრთხო ეკონომიკური ცენტრი“, - განაცხადა პრემიერმა

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 123 სტატია.

  • ნორვეგიის პრემიერის თქმით ზელენსკის თვითმფრინავს მოლდოვიდან აფრენისას დრონი ცოტათი აცდაფორმულა
  • ეკონომიკური ზრდა გვაძლევს სავალუტო რეზერვების შევსების შესაძლებლობას | პრემიერიBM.GE
  • "კობახიძე ფაქტობრივად პრემიერი აღარც არის, რომ შეხედავ მიხვდები, რომ ძალაგამოცლილია" - არმაზ ახვლედიანიტვ პირველი
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი Columbia Group-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს, ანდრეას ჰაჯიპეტრუს შეხვდარუსთავი 2
პრემიერ →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა

იმედი

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იმედი

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი