მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: წლის ბოლომდე დასრულდება 60-მდე საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია, გამოცხადებულია ან წლის ბოლომდე გამოცხადდება 50-ზე მეტი ბაღის მშენებლობის ან რეაბილიტაციის ტენდერი, მიმდინარეობს 100 სკოლის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები, გამოცხადებულია ან წლის ბოლომდე გამოცხადდება კიდევ 100 სკოლის ტენდერი, გაისად დაგეგმილი გვაქვს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება 200 სკოლაზე
პრემიერი: წლის ბოლომდე დასრულდება 60-მდე საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია, გამოცხადებულია ან წლის ბოლომდე გამოცხადდება 50-ზე მეტი ბაღის მშენებლობის ან რეაბილიტაციის ტენდერი, მიმდინარეობს 100 სკოლის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები, გამოცხადებულია ან წლის ბოლომდე გამოცხადდება კიდევ 100 სკოლის ტენდერი, გაისად დაგეგმილი გვაქვს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება 200 სკოლაზე

იმედი|imedinews.ge

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორც ბაღებისთვის, ისე სკოლებისთვის ტიპური პროექტების შემუშავებაზე, რაც დაზოგავს პროექტირებისთვის განკუთვნილ თანხებს და ასევე კორუფციის დაზღვევისთვის არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

მისივე თქმით, წლის ბოლომდე დასრულდება 60-მდე საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ასევე, მიმდინარეობს 100 სკოლის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა ჯამური ბიუჯეტი 400 მილიონ ლარზე მეტია.

„ამჟამად მიმდინარეობს ტიპური პროექტების შემუშავება 5 განსხვავებული მოცულობისთვის, საბავშვო ბაღების მიმართულებით. 80 საბავშვო ბაღზე მიმდინარეობს სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები, მთლიანად 200 მილიონია ამის ბიუჯეტი. წლის ბოლომდე დასრულდება 60-მდე საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია. გამოცხადებულია ან წლის ბოლომდე გამოცხადდება 50-ზე მეტი ბაღის მშენებლობის ან რეაბილიტაციის ტენდერი.

რაც შეეხება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას, აქ იყო სერიოზული პრობლემები თავის დროზე განათლების სამინისტროში, იყო შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „ესიდა“, სადაც იყო ხარვეზები და, საბოლოო ჯამში, მივიღეთ გადაწყვეტილება ამ კომპონენტის ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადატანის თაობაზე. ამან გარკვეული დრო წაიღო, იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა რაც მთავარია, სისტემა გადაიხედა და ახლა უკვე სწრაფ ტემპში იქნება უზრუნველყოფილი სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება. აქაც მიმდინარეობს ტიპური პროექტების შემუშავება 10 განსხვავებულ მოცულობაზე, 10 განსხვავებული მოცულობის სკოლებისთვის. მიმდინარეობს 100 სკოლის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები, ჯამური ბიუჯეტი არის 400 მილიონ ლარზე მეტი. გამოცხადებულია ან წლის ბოლომდე გამოცხადდება 100 სკოლის ტენდერი, აქედან 70 არის რეაბილიტაცია და 30 არის ახალი სკოლის მშენებლობა. გაისად დაგეგმილი გვაქვს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება 200 სკოლაზე“, - აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რეაბილიტაცია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • 2026 წლის ბოლომდე 25 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულებას ვგეგმავთ - სოხაძეBM.GE
  • ფილარმონიის რეაბილიტაცია იწყება, პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდანეტგაზეთი
  • ავარიული შენობები და გაჭიანურებული რეაბილიტაცია - რა ხდება საჯარო სკოლებშიტვ პირველი
  • რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და სამუშაოების დროს აღმოჩენილი შუა საუკუნეების თბილისი - ნაპოვნი არტეფაქტები დედაქალაქის მრავალსაუკუნოვანი ურბანული და ეკონომიკური განვითარების მასშტაბების დადასტურებაარუსთავი 2
რეაბილიტაცია →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი