მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი ტვ პირველს: ოკუპაციის შესახებ კანონის დამრღვევი დეპუტატები შემოიყვანეს „ნაცმოძრაობამ“ და უსუფაშვილმა 2016 წელს საქართველოში და არავის არაფერი გაუგია, 2020 წელს თქვენს პარტიას ჰქონდა წინასაარჩევნო ღონისძიება, სადაც „თბილისო“ შესრულდა ნახევრად რუსულად და რეაქციაც არ გქონიათ, იმიტომ, რომ ყალბია რუსოფობია თქვენს შორისაც კი, უცხოურ აგენტურაშიც კი ყალბია, არათუ ქართულ საზოგადოებაში
პრემიერი ტვ პირველს: ოკუპაციის შესახებ კანონის დამრღვევი დეპუტატები შემოიყვანეს „ნაცმოძრაობამ“ და უსუფაშვილმა 2016 წელს საქართველოში და არავის არაფერი გაუგია, 2020 წელს თქვენს პარტიას ჰქონდა წინასაარჩევნო ღონისძიება, სადაც „თბილისო“ შესრულდა ნახევრად რუსულად და რეაქციაც არ გქონიათ, იმიტომ, რომ ყალბია რუსოფობია თქვენს შორისაც კი, უცხოურ აგენტურაშიც კი ყალბია, არათუ ქართულ საზოგადოებაში

იმედი|imedinews.ge

2016 წელს საქართველოში გაიმართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ასამბლეის სესია და აქ იყო, თუ არ ვცდები, ექვსი რუსი დეპუტატი ჩამოსული, საიდანაც ერთ-ერთი იყო FSB-ს ყოფილი ხელმძღვანელი და ამ ექვსი კაციდან ორს თუ სამს ჰქონდა დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, მაგრამ მაშინ არ იყო Deep State-ის ინტერესი, მაშინ შეთანხმდნენ უსუფაშვილი და “ნაცმოძრაობა” ფორმატზე, მათ შორის სტუმრების სიაზე და არავის გაუგია, ისე მოხდა ეს ყველაფერი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

მთავრობის მეთაურის თქმით, მაშინ პარტიულ ტელევიზიებს ამაზე ერთი სიუჟეტიც კი არ მოუმზადებიათ.

„2019 წელსაც იყო „დიპ სტეიტის“ კოორდინაცია, რასაც მოჰყვა რეალურად შემდეგ საზოგადოების აღელვება. მაშინ თან უცხოელი აგენტები ჩვენ გვყავდა გუნდის შიგნითაც, პარლამენტში გვყავდა დაახლოებით 15 უცხოელი აგენტი, რომელიც შემდეგ გუნდიდან გავიდა და მთავრობაშიც გვყავდა მაღალ დონეზე უცხოელი აგენტები, რისგანაც გათავისუფლდა გუნდი ბოლომდე უკვე 2021 წლის შემდეგ. 2021 წლამდე გვქონდა ასეთი ვითარება, გამომდინარე იქიდან, რომ იყო უამრავი გამოწვევა და უამრავი პრობლემა. სხვა მაგალითი რომ მოგიყვანოთ, როცა არ იყო Deep State-ის მხრიდან ასეთი ინტერესი და ასეთი კოორდინაცია - 2016 წელს საქართველოში გაიმართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია და აქ იყო, თუ არ ვცდები, ექვსი რუსი დეპუტატი ჩამოსული, საიდანაც ერთ-ერთი იყო FSB-ს ყოფილი ხელმძღვანელი და ამ ექვსი კაციდან ორს, თუ სამს ჰქონდა დარღვეული “ოკუპაციის შესახებ კანონი”, მაგრამ მაშინ შეთანხმდნენ უსუფაშვილი და “ნაცმოძრაობა” ფორმატზე, მათ შორის სტუმრების სიაზე. მაშინ არ ჰქონდა Deep State-ს ინტერესი, ხელოვნურად აეღელვებინა ქართული საზოგადოება და არავის გაუგია, ისე მოხდა ეს ყველაფერი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პარტიულ ტელევიზიებს არც რუსულ სიმღერებზე ჰქონიათ რეაგირება და არც კულტურის მოღვაწეების რუსეთში ვიზიტებზე.

„2019 წელს ხომ მოჰყვა აღშფოთება იმას, რომ მაგალითად რუსულ ენაზე გაისმა საუბარი პარლამენტის კედლებში, 2020 წელს, თქვენს პარტიას ჰქონდა წინასაარჩევნო ღონისძიება, სადაც „თბილისო“ შესრულდა ნახევრად რუსულად. თუ ასეთი მგზნებარე დამოკიდებულება არსებობს თუნდაც თქვენს ტელევიზიებში, აქტივში, ერთი კაცი ხომ წამოხტებოდა იქ. სამი წუთი გრძელდებოდა ნახევრად რუსულ ენაზე შესრულებული „თბილისო“ თქვენი პარტიის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე. რატომ ერთი კაცი არ გამოვიდა? იქ ხომ იყო დაახლოებით 5 000 კაცი შეკრებილი? რეაქციაც არ გქონიათ. იმიტომ, რომ ყალბია, რუსოფობია თქვენს შორისაც კი, უცხოურ აგენტურაშიც კი ყალბია, არათუ ქართულ საზოგადოებაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 203 სტატია.

  • თბილისის ახალი აეროპორტის კვლევის მოსამზადებლად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - სამინისტროBM.GE
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
  • გალუზინი: მოსკოვი თბილისთან პრაგმატული კავშირების გაფართოებისთვის მზად არისფორმულა
  • თბილისი (პანტიანი)-მანგლისის გზის 21.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობსრუსთავი 2
თბილისის →რუსული →

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე: თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ - “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში

ზურაბ სიჭინავა: „დამაღრმავებელ გემ Tristao Da Cunha-სთან ერთად იმუშავებს ასევე Al Idrisi, შედეგად, მივიღებთ 17,5 მეტრამდე დაღრმავებულ ფსკერს, რაც შესაძლებლობას იძლევა, პორტმა მიიღოს ყველაზე მძიმე ტვირთამწეობის მქონე გემები, როგორიც არის Panamax-ი, Post Panamax-ი და Bosphorus Max-ი“

ირაკლი კობახიძე: რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი პოზიცია გვაქვს, როდესაც ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

ომის ვეტერანი გიორგი ვაშაკიძე ბარამიძის განცხადებაზე: ძალიან ცუდი რაღაც თქვა, ძალიან არასწორი და ისეთი ფაქტი თქვა, რომელიც არ მომხდარა და არ ხდებოდა აფხაზეთში

ომის ვეტერანი გიორგი ვაშაკიძე ბარამიძის განცხადებაზე: ძალიან ცუდი რაღაც თქვა, ძალიან არასწორი და ისეთი ფაქტი თქვა, რომელიც არ მომხდარა და არ ხდებოდა აფხაზეთში

იმედი