მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ომის ვეტერანი გიორგი ვაშაკიძე ბარამიძის განცხადებაზე: ძალიან ცუდი რაღაც თქვა, ძალიან არასწორი და ისეთი ფაქტი თქვა, რომელიც არ მომხდარა და არ ხდებოდა აფხაზეთში
ომის ვეტერანი გიორგი ვაშაკიძე ბარამიძის განცხადებაზე: ძალიან ცუდი რაღაც თქვა, ძალიან არასწორი და ისეთი ფაქტი თქვა, რომელიც არ მომხდარა და არ ხდებოდა აფხაზეთში

ომის ვეტერანი გიორგი ვაშაკიძე ბარამიძის განცხადებაზე: ძალიან ცუდი რაღაც თქვა, ძალიან არასწორი და ისეთი ფაქტი თქვა, რომელიც არ მომხდარა და არ ხდებოდა აფხაზეთში

იმედი|imedinews.ge

ძალიან ცუდი რაღაც თქვა, ძალიან არასწორი და ისეთი ფაქტი თქვა, რომელიც არ მომხდარა და არ ხდებოდა აფხაზეთში, - განაცხადა ომის ვეტერანმა გიორგი ვაშაკიძემ გიორგი ბარამიძის განცხადებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, გიორგი ბარამიძეს არავითარი შეხება არ ჰქონია ტყვეების აყვანასთან.

„მე აფხაზეთში ტყვარჩელის მიმართულებას ვხელმძღვანელობდი. თითქმის ყველა ტყვემ, რომელიც ტყვედ აჰყავდათ ჩემს ხელში გაიარა. ძალიან ცუდი და არასწორი რაღაც თქვა. ბარამიძე ჩამოდიოდა აფხაზეთში არც თუ ისე ხშირად, მას არავითარი შეხება არ ჰქონია ამ მიმართულებაზე, ტყვეებთან. მას არ მიუღია არც ერთ საბრძოლო მოქმედებაში, შეტევით ბრძოლებში მონაწილეობა, სადაც ხდება ხოლმე ტყვეების აყვანა. ის ვერც დაინახავდა ასეთ ფაქტს, რომ ტყვე იყო დახვრეტილი და ვერც ვერავინ მოუყვებოდა, რადგან მსგავსი ფაქტი იქ არ ხდებოდა. მე არ ვიცი რა მიზანი ჰქონდა, ამას ალბათ გამოძიება დაადგენს“, - აღნიშნა გიორგი ვაშაკიძემ.

გენერალურ პროკურატურაში სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართულ მხარეს ტყვეთა გაცვლა უჭირდა, რადგან დაკავებულ აფხაზ მებრძოლებს ქართველები ხშირად ადგილზე ხვრეტდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ომის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 136 სტატია.

  • პიროვნება, რომელიც რუსეთში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ მართავდა კონცერტებს და დღეს ვითომ ანტირუსული პოლიტიკის მომხრეა, ეს მინიმუმ დამაჯერებელი არ არის - გურამ მაჭარაშვილი ნიკოლოზ რაჭველზერუსთავი 2
  • აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღე - შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდატვ პირველი
  • მიუხედავად ომისა, საქართველოდან ირანში ექსპორტი რეკორდულად, 629%-ით გაიზარდა - ეკონომიკური კავშირებიBM.GE
  • ევროკავშირის პრეს-სპიკერი 2008 წლის ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსფორმულა
ომის →აფხაზეთის →მომხდარი →

მსგავსი სტატიები

ზურაბ სიჭინავა: „დამაღრმავებელ გემ Tristao Da Cunha-სთან ერთად იმუშავებს ასევე Al Idrisi, შედეგად, მივიღებთ 17,5 მეტრამდე დაღრმავებულ ფსკერს, რაც შესაძლებლობას იძლევა, პორტმა მიიღოს ყველაზე მძიმე ტვირთამწეობის მქონე გემები, როგორიც არის Panamax-ი, Post Panamax-ი და Bosphorus Max-ი“

ირაკლი კობახიძე: რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი პოზიცია გვაქვს, როდესაც ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

ირაკლი კობახიძე: პლაჟზე გადის ვიღაც ორი უცხოელი აგენტი, პარტიული აქტივისტი და მერე პარტიული ტელევიზია ამას წარმოაჩენს ისე, თითქოს ქართულ საზოგადოებას აქვს პროტესტი რუსი ტურისტების მიმართ, საზოგადოება არაფერ შუაშია, ქართული საზოგადოებისთვის და კულტურისთვის რუსოფობია უცხო მოვლენაა

თამარ იოსელიანი: უზრუნველვყოფთ იმას, რომ ქვეყანაში დაინერგოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების სტანდარტი, რაც თავის მხრივ მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით სტანდარტების დანერგვას

თამარ იოსელიანი: უზრუნველვყოფთ იმას, რომ ქვეყანაში დაინერგოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების სტანდარტი, რაც თავის მხრივ მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით სტანდარტების დანერგვას

იმედი