მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, შესაბამისად, ყველანაირად ვართ დაინტერესებული, რომ არსებობდეს მეგობრული ურთიერთობები როგორც ქვეყნებს შორის, ასევე ხელისუფლებებს შორის
პრემიერი: ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, შესაბამისად, ყველანაირად ვართ დაინტერესებული, რომ არსებობდეს მეგობრული ურთიერთობები როგორც ქვეყნებს შორის, ასევე ხელისუფლებებს შორის

იმედი|imedinews.ge

ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ უკრაინასთან ურთიერთობები მაქსიმალურად აღდგეს და ეს ყველაფერი აისახოს ურთიერთობებში ხელისუფლებებს შორის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამოწვევები არსებობს, ეს გამოწვევები დაგროვდა, თუმცა საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრობას, ურთიერთობას აქვს ძალიან ხანგრძლივი ისტორია.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები მაქსიმალურად აღდგეს და ეს ყველაფერი აისახოს ურთიერთობებში ხელისუფლებებს შორის. ყველა გონივრული ნაბიჯი ჩვენი მხრიდან შეიძლება, გადაიდგას. ჩვენ ბუნებრივია, ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს, რომელიც არის დღეს ურთულეს მდგომარეობაში, ომის მდგომარეობაში, არის ურთულესი ეკონომიკური, სოციალური პირობები. ჩვენ ყველანაირად ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს, ბუნებრივია, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს, შესაბამისად, ყველანაირად ვართ დაინტერესებული, რომ არსებობდეს მეგობრული ურთიერთობები როგორც ქვეყნებს შორის, ასევე ხელისუფლებებს შორის. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენი მხრიდან სრული მზაობა არსებობს დანარჩენი ვნახოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 242 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი