მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერმა კულტურის მინისტრთან ერთად ანსამბლ „ერისიონის“ ახალი შენობა დაათვალიერა
პრემიერმა კულტურის მინისტრთან ერთად ანსამბლ „ერისიონის“ ახალი შენობა დაათვალიერა

პრემიერმა კულტურის მინისტრთან ერთად ანსამბლ „ერისიონის“ ახალი შენობა დაათვალიერა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ ახალი შენობა დაათვალიერა.

მთავრობის მეთაური ახლად გახსნილი შენობის ინფრასტრუქტურას გაეცნო, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და სარეპეტიციო სივრცეებთან ერთად 100 მაყურებელზე გათვლილ საკონცერტო დარბაზს, საგრიმიოროებს, ხმის ჩამწერ სტუდიას და საოფისე სივრცეებს აერთიანებს.

პრემიერ-მინისტრმა ანსამბლის დირექტორ ვანო ჩხაიძეს, სამხატვრო ხელმძღვანელ შერმანდი ჭკუასელს და ანსამბლის წევრებს ახალი შენობის გადაცემა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„წლების მანძილზე ანსამბლს არ ჰქონდა გამართული შენობა და ახლა უკვე სრულიად ახალ სივრცეში შეუძლიათ, განაგრძონ შემოქმედებითი საქმიანობა. იცით, რამხელაა ამ ანსამბლის წვლილი ჩვენი კულტურის განვითარებაში, ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნებაში და ახალი შენობა მისცემთ საშუალებას, ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწიონ მომავალში და გააგრძელონ ის საქმე, რომელიც ათწლეულების წინ დაიწყო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი კულტურის განვითარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„140 წლის ანსამბლს - "ერისიონს", რომელმაც ქართული კულტურისთვის ძალიან ბევრი გააკეთა, უკვე საკუთარი შენობა აქვს. ჩვენმა სამთავრობო გუნდმა ეს საკითხი წარმატებით გადაჭრა. მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა კულტურის სფეროში უმნიშვნელოვანესია. შემოქმედ ხალხს სჭირდება სათანადო პირობები. "ერისიონი" ტრადიციულ ქართულ ხელოვნებას უმაღლეს დონეზე ემსახურება და ახალი შენობით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობის დადასტურებაა.

სასიხარულოა, რომ დღეს ერისიონს აქვს თავისი სახლი. მინდა აღვნიშნო, რომ ამ შენობაში არა მხოლოდ ანსამბლი, არამედ "ერისიონის" ბავშვთა სკოლა-სტუდიაც განთავსდა, სადაც ათასზე მეტი მოსწავლეა.

როდესაც ვამბობთ, რომ უძველესი ტრადიციებით მდიდარი ქართული კულტურა მთელმა მსოფლიომ უნდა გაიცნოს, ეს, სწორედ, "ერისიონის" მისიაა და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მხარდაჭერისთვის", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა თეა წულუკიანს, რომლის მინისტრობის დროსაც ეს საქმე დაიწყო და კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძეს - წამოწყებული საქმის ბოლომდე მიყვანისთვის.

ახალი შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და ის ანსამბლ „ერისიონს“ უვადო სარგებლობით გადაეცა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 203 სტატია.

  • დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პირები "ჯივინოსტატით" მკურნალობას, სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყებენ - მინისტრიBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

მიხეილ ყაველაშვილი რობერტ სტურუაზე: მისი შემოქმედება ქართული თეატრის ისტორიის საგანძური და განუყოფელი ნაწილია. მან შექმნა უნიკალური მხატვრული სამყარო, რომელმაც ქართული კულტურა კიდევ მეტად გააცნო მსოფლიოს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რაც ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

იმედი