მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრეზიდენტ ტრამპის რელიგიური თავისუფლების კომისიის საბოლოო ანგარიშის პროექტი: რელიგიური თავისუფლების მთავარი საფრთხე თანამედროვე იდეოლოგიაა, რომელიც რელიგიის ჩანაცვლებას ცდილობს
პრეზიდენტ ტრამპის რელიგიური თავისუფლების კომისიის საბოლოო ანგარიშის პროექტი: რელიგიური თავისუფლების მთავარი საფრთხე თანამედროვე იდეოლოგიაა, რომელიც რელიგიის ჩანაცვლებას ცდილობს

პრეზიდენტ ტრამპის რელიგიური თავისუფლების კომისიის საბოლოო ანგარიშის პროექტი: რელიგიური თავისუფლების მთავარი საფრთხე თანამედროვე იდეოლოგიაა, რომელიც რელიგიის ჩანაცვლებას ცდილობს

იმედი|imedinews.ge

რელიგიური თავისუფლების მთავარი საფრთხე თანამედროვე იდეოლოგიაა, რომელიც რელიგიის ჩანაცვლებას ცდილობს, - ნათქვამია პრეზიდენტ ტრამპის რელიგიური თავისუფლების კომისიის მიერ პარასკევს გამოქვეყნებული საბოლოო ანგარიშის პროექტში.

კომისიის წევრმა, ეპისკოპოსმა რობერტ ბარონმა, ასე აღწერა ეს დაძაბულობა იდეოლოგიასა და რელიგიას შორის: „ჩვენს ქვეყანაში რელიგიური თავისუფლების მთავარი მტერი არის... თვითშექმნის იდეოლოგია. ეს არის ფილოსოფიური პროგრამა, რომელიც უარყოფს მორალური ფასეულობების ობიექტურობასა და ადამიანური ბუნების სტაბილურობას და, შესაბამისად, გვთავაზობს, რომ მიზნისა და აზრის განმსაზღვრელი მხოლოდ ინდივიდუალური არჩევანია. რელატივიზმის ამ დიქტატურამ ფესვი გაიდგა ჩვენი ხელისუფლების, განათლებისა და ჯანდაცვის ბევრ ინსტიტუციაში და მისი მომხრეები მართებულად აღიარებენ, რომ მათი ყველაზე მნიშვნელოვანი ინტელექტუალური ოპონენტები სწორედ ისინი არიან, ვინც ტრადიციულ რელიგიას მისდევს“.

„ეს იდეოლოგია იწვევს ისეთი კანონების მიღებას, რომლებიც ფუნდამენტურად უსამართლოა და რომელთაც წინააღმდეგობა უნდა გაეწიოს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არღვევენ რელიგიურ თავისუფლებას, არამედ იმიტომ, რომ ისინი ხელყოფენ ყველა მოქალაქის უფლებებს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

„რელიგიური თავისუფლების დარღვევები ხშირად თავისთავად უსამართლო კანონების შედეგია“, - განმარტა კომისიის წევრმა, რაიან ანდერსონმა. მან მოიყვანა სასკოლო ოლქების პოლიტიკის მაგალითი, რომელიც აგრესიულად უბიძგებს პედაგოგებს, ფარულად განახორციელონ მოსწავლეების „ტრანზიცია“ (სქესის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურები).

„ბავშვისთვის ტრანზიციის ჩატარება... მით უმეტეს მშობლის ზურგს უკან, უბრალოდ უსამართლობაა. არ აქვს მნიშვნელობა, მშობელი მორწმუნეა თუ არარელიგიური. არ აქვს მნიშვნელობა, მოსწავლე მორწმუნეა თუ არარელიგიური... იმის კეთება, რაც სკოლებში არასრულწლოვნების მიმართ ხდება მშობლების მონაწილეობისა და თანხმობის გარეშე - ეს თავისთავად უსამართლოა“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 194 სტატია.

  • ტრამპი ზელენსკის მოუწოდებს, რუსეთში დიზელის ობიექტებზე დარტყმები შეწყვიტოსფორმულა
  • ტრამპი: „დიდებული იქნებოდა გაერთიანებული ირლანდიის ხილვა“ - აშშ-ის პრეზიდენტი დუბლინს ეწვიაBM.GE
  • ურსულა ფონ დერ ლაიენი ცდილობს ტრამპს წინააღმდეგობა გაუწიოს და გრენლანდიაში 200 მილიონი ევროს ინვესტიციას დებს - Euronewsრუსთავი 2
  • ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრატვ პირველი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი