
პრეზიდენტი: განწირული გამარჯვება - ეს სიტყვები შეუთავსებელია, მაგრამ, სანამ ქართული საზოგადოება მავნე ძალას, რომელიც ოპოზიციაში დომინირებს, არ მიუჩენს თავის ადგილს, ჩვენ „განწირული“ ვიქნებით გამარჯვებისთვის. მუდმივად გავიმარჯვებთ, მაგრამ სახელმწიფოს განვითარება იქნება შეფერხებული, რადგან წარმოუდგენელია ჯანსაღი ოპოზიციის გარეშე ქვეყნის განვითარება
სანამ ქართული საზოგადოება ამ მავნე ძალას, რომელიც დომინირებს ოპოზიციაში, არ მიუჩენს თავის ადგილს, ჩვენ „განწირული“ ვიქნებით გამარჯვებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ყოველთვის გაიმარჯვებს, თუმცა ქვეყნის განვითარება ჯანსაღი ოპოზიციის გარეშე იქნება შეფერხებული.
„გამორიცხულია, რომ დღეს [ნაცმოძრაობის] მსგავსი ადამიანები ხელისუფლებაში მოვუშვათ. არათუ ხელისუფლებაში უნდა მოვუშვათ, არამედ [არც] პოლიტიკური სივრცეში. ამათი დღის წესრიგი არის სიძულვილი, პოლარიზაცია, ადამიანების დისკრედიტაცია. ჩვენ დავიწყეთ პროცესების გაჯანსაღება. გვინდა, რომ კანონის ძალით ზიზღის ენა გავიდეს საჯარო სივრციდან. ეს პროცესი დაწყებულია და მჯერა ჩვენი საზოგადოების, რომ ამ ნიშნულამდე აუცილებლად მივალთ. დღეს როგორც არასდროს, ისეა ძლიერი ქართული საზოგადოება. განწირული გამარჯვება - ეს სიტყვები შეუთავსებელია, მაგრამ სანამ ქართული საზოგადოება ამ მავნე ძალას, რომელიც დომინირებს ოპოზიციაში, არ მიუჩენს თავის ადგილს, ჩვენ „განწირული“ ვიქნებით გამარჯვებისთვის. მუდმივად გავიმარჯვებთ, მაგრამ სახელმწიფოს განვითარება იქნება შეფერხებული, რადგან წარმოუდგენელია ჯანსაღი ოპოზიციის გარეშე ქვეყნის განვითარება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge