მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამარ ჩიბურდანიძე: დღეს შინდისის გმირების დღეა. ვის სინდისზეა მათი სისხლი? მხოლოდ ოკუპანტის? არა, სააკაშვილის ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის, რის გათეთრებასაც დღეს მათი მხარდამჭერები ცდილობენ
თამარ ჩიბურდანიძე: დღეს შინდისის გმირების დღეა. ვის სინდისზეა მათი სისხლი? მხოლოდ ოკუპანტის? არა, სააკაშვილის ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის, რის გათეთრებასაც დღეს მათი მხარდამჭერები ცდილობენ

თამარ ჩიბურდანიძე: დღეს შინდისის გმირების დღეა. ვის სინდისზეა მათი სისხლი? მხოლოდ ოკუპანტის? არა, სააკაშვილის ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის, რის გათეთრებასაც დღეს მათი მხარდამჭერები ცდილობენ

იმედი|imedinews.ge

სააკაშვილის ხელისუფლებას იმდენად დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი 2008 წელს ქვეყნის წინაშე, რომ პანიკაში არიან, როგორმე უნდა შეძლონ ამ ისტორიული სირცხვილის ჩამორეცხვა და ისრებს სხვისკენ ისვრიან, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. მან ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებები შეაფასა.

ჩიბურდანიძემ ბარამიძის განცხადებებს, თითქოს რუს ტყვეებს ქართველები ხვრეტდნენ, მოღალატეობრივი უწოდა და აღნიშნა, რომ ამას ადასტურებს ის, რომ ბრალდებები მან სწორედ ახლა გაახმოვანა, როცა შიდა კონფლიქტების დეესკლაციის პროცესი აქტიურად მიდის.

„როგორც მოსალოდნელი იყო, აგვისტოს ომის მძიმე დღეები გიორგი ბარამიძის მოღალატეობრივმა განცხადებამ კიდევ უფრო დაამძიმა, რომელსაც უმალვე მხარი აუბა ოკუპანტმა სახელმწიფომ და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ. ყველა ქმედება პოლიტიკაში შედეგით იზომება. 2008 წელს რუსეთმა მიიღო ის, რაც სურდა და ეს მოხდა სააკაშვილის პოლიტიკის შედეგად. ბარამიძემ კი, სწორედ ახლა, როდესაც შიდა კონფლიქტების დეესკლაციის პროცესი აქტიურად მიდის, კიდევ ერთხელ შეასრულა მოღალატეობრივი დაკვეთა და შუღლი ჩააგდო ჩვენს ეთნოსებს შორის, კვლავ ომისკენ აანთო აფხაზები და მიიღო კიდეც მათგან სასურველი უკუშედეგი.

ოპოზიციის პოლიტიკა შიდა კონფლიქტებში მხოლოდ ომზე გადის და მათთვის მიუღებელია ის სამშვიდობო პოლიტიკა, რასაც ხელისუფლება აწარმოებს და რაც მისაღებია აფხაზი და ოსი ერისთვის (არა დეფაქტო მმართველებისთვის). სააკაშვილის ხელისუფლებას იმდენად დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი 2008 წელს ქვეყნის წინაშე, რომ პანიკაში არიან, როგორმე უნდა შეძლონ ამ ისტორიული სირცხვილის ჩამორეცხვა და ისრებს სხვისკენ ისვრიან.

ამ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულნი მათი მხარდამჭერები. და ვინ არიან ესენი? ისინი, ვინც აგვისტოს ომის შემდეგ რუსებს რუსეთში უმღეროდნენ, ლარსზე ღვინით ხელში ხვდებოდნენ, მთლიანი ქართული ეკონომიკა მიჰყიდეს და ჩვენ გვმოძღვრავდნენ, რომ აუცილებელი იყო მათთან ურთიერთობა? დიახ, აგვისტოს დღეებში მათ გაწირეს უპირველეს ყოვლისა, ქართველები და შემდეგ ოსები. სხვას რომ თავი დავანებოთ, მათ შეეძლოთ ამ ომის თავიდან აცილება და არ გააკეთეს. ეს უკვე დიდი დანაშაულია!

ისტორია თავის სამართალს ყოველთვის აღადგენს და აგვისტოს ომის სამართალიც ამ პროცესშია. დღეს შინდისის გმირების დღეა. ვის სინდისზეა მათი სისხლი? მხოლოდ ოკუპანტის? არა, სააკაშვილის ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის, რის გათეთრებასაც დღეს მათი მხარდამჭერები ცდილობენ, მაგრამ უნდა ახსოვდეთ, რომ ისტორიული სამართლის წინაშე ყველა უძლურია“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სააკაშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 90 სტატია.

  • "სააკაშვილი მკაცრად გავაფრთხილეთ, არ აჰყოლოდა რუსულ პროვოკაციებს" - ცოტნე ანანიძე აგვისტოს ომზე კონდოლიზა რაისის, მეთიუ ბრაიზასა და ჯონ მაკ-კეინის განცხადებებს იხსენებს: ესეც ირაკლი კობახიძის ნარატივი იყო?!რუსთავი 2
  • ცხინვალი: კობახიძემ სააკაშვილის ბრალეულობა აღიარა, პასუხისმგებლობა ქვეყანამაც უნდა აიღოსნეტგაზეთი
  • კობახიძემ სააკაშვილი დამნაშავედ აღიარა, პასუხისმგებლობა ქვეყანას უნდა დაეკისროს - ცხინვალის ე.წ. საგარეოBM.GE
  • ცხინვალის ე.წ. საგარეო: კობახიძემ ოფიციალურად აღიარა სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედფორმულა
სააკაშვილის →პოლიტიკის →

მსგავსი სტატიები

მიხეილ ყაველაშვილი: დღეს საქართველოს ჰყავს ეროვნული ინტერესის მატარებელი ხელისუფლება, რომელიც არაფრის დიდებით არ დაუშვებს არავის კარნახით აქ მოქმედებას. საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე

მიხეილ ყაველაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: პირდაპირი მნიშვნელობით რუსეთის წისქვილზე დაასხა წყალი

მიხეილ ყაველაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: პირდაპირი მნიშვნელობით რუსეთის წისქვილზე დაასხა წყალი

იმედი

პრეზიდენტი: განწირული გამარჯვება - ეს სიტყვები შეუთავსებელია, მაგრამ, სანამ ქართული საზოგადოება მავნე ძალას, რომელიც ოპოზიციაში დომინირებს, არ მიუჩენს თავის ადგილს, ჩვენ „განწირული“ ვიქნებით გამარჯვებისთვის. მუდმივად გავიმარჯვებთ, მაგრამ სახელმწიფოს განვითარება იქნება შეფერხებული, რადგან წარმოუდგენელია ჯანსაღი ოპოზიციის გარეშე ქვეყნის განვითარება

The Washington Post: ირანის საფრთხის გამო ტრამპმა თურქეთი ფარულად დატოვა

The Washington Post: ირანის საფრთხის გამო ტრამპმა თურქეთი ფარულად დატოვა

იმედი