მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრეზიდენტი: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, მამული, ენა, სარწმუნოება და ოჯახის სიწმინდე - ეს არის ის 7 საყრდენი, ღირებულება, რომელზეც უნდა დაეყრდნოს თანამედროვე ქართული სახელმწიფო
პრეზიდენტი: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, მამული, ენა, სარწმუნოება და ოჯახის სიწმინდე - ეს არის ის 7 საყრდენი, ღირებულება, რომელზეც უნდა დაეყრდნოს თანამედროვე ქართული სახელმწიფო

პრეზიდენტი: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, მამული, ენა, სარწმუნოება და ოჯახის სიწმინდე - ეს არის ის 7 საყრდენი, ღირებულება, რომელზეც უნდა დაეყრდნოს თანამედროვე ქართული სახელმწიფო

იმედი|imedinews.ge

ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, მამული, ენა, სარწმუნოება და ოჯახის სიწმინდე - ეს არის ის 7 საყრდენი, ღირებულება, რომელზეც უნდა დაეყრდნოს თანამედროვე ქართული სახელმწიფო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, დღეს ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა ამ ღირებულებებზე დაყრდნობით ქვეყანა განავითაროს.

“ჩვენ გვჯერა პირველ რიგში ჩვენი სამშობლოსი, ქარტეხილებში გამოვლილი ჩვენი მარადიული სამშობლო, რომელიც აქამდე მოვიდა. მჯერა მე მარადიული საქართველოსი, მარადიული ქართველის, რომელმაც ეს ყველაფერი აიტანა, შეიცნო. დღეს გვაქვს შესაძლელობა ამ ღირებულებებზე დაყრდნობით ჩვენი ქვეყანა განვავითაროთ. რა არის ეს ღირებულებები? ეს არის 7 საყრდენი. ეს არის ჩვენი აწ გარდაცვლილი პატრიარქის გზავნილი - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ასევე ილია ჭავჭავაძის დატოვებული საუნჯე - მამული, ენა სარწმუნოება და ოჯახის სიწმინდე. ეს არის ის 7 საყრდენი, ღირებულება, რომელზეც უნდა დაეყრდნოს თანამედროვე ქართული სახელმწიფო. ეს ისეთი ღირებულებებია, რომ ერთსაც ვერ შევეხებით, ერთიც რომ უგულვებელვყოთ დაირღვევა მთავარი. ეს ის ღირებულებებია, რომლის გამოცდილებაზეც დღევანდელი საქართველო და ქართველი არსებობს. დღევანდელ გლობალურ გამოწვევებში ეს სადღაც დარღვეულია. ყველას მოგვწონს დასავლეთ ევროპა, ხუროთმოძღვრების ძეგლები, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ეს შენობები არის მუზეუმის რეჟიმში. ჩვენ ამ ყველაფერს გადავრჩით და ეს ცოცხალი პროცესია.

სახელმწიფოებრიობაც დაგვიკარგავს, დაქსაქსულებიც ვიყავით, ძალიან მცირეც დავრჩით, მაგრამ სწორედ სამშობლოს გაგება ყველა ჩვენგანში არის. სამშობლოს შეგრძნება ჩვენს ყოველდღიურობაში, ნებისმიერ პროფესიაში უნდა არსებობდეს”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრეზიდენტი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 94 სტატია.

  • კიევში, ვოლოდიმირ ზელენსკის და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდარუსთავი 2
  • ვინ არის ესტონეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს - ვინ არის იულე მადისე?BM.GE
  • ესტონეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად ულე მადისე აირჩიაფორმულა
  • პუტინს ეშინია, რომ ომში მარცხის შემთხვევაში მას "ჩამოახრჩობენ" - The Economist-ი რუსეთის პრეზიდენტის შიშებზე წერსტვ პირველი
პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

იმედი

სამეგრელოს პოლიციამ მესტიაში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი

სამეგრელოს პოლიციამ მესტიაში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი

იმედი

დავით ქართველიშვილი: საქართველო გზაჯვარედინზე მდებარე მცირე ქვეყნიდან გლობალური საქმიანი გადაწყვეტილებების მიღების მძლავრ შტაბ-ბინად გარდაიქმნება

დავით ქართველიშვილი: საქართველო გზაჯვარედინზე მდებარე მცირე ქვეყნიდან გლობალური საქმიანი გადაწყვეტილებების მიღების მძლავრ შტაბ-ბინად გარდაიქმნება

იმედი

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა აგვისტოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 21 ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა აგვისტოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 21 ფაქტი გამოავლინეს

იმედი