
პროკურატურა: თამარ ბაჩალიაშვილმა გამიზნულად იყიდა მედიკამენტები, გამიზნულად წავიდა სახლიდან შორს, ეძებდა თვითმკვლელობისთვის შესაფერის ადგილს, როგორც ვიდეოში თავადვე საუბრობს - „ძალიან მძიმე პერიოდი მაქვს ახლა სიკვდილის მეტი არაფერზე მეფიქრება, ისიც კი ვიცი თავი როგორ უნდა მოვიკლა, ისიც კი ვიცი, მაგრამ მშობლები მეცოდებიან და გიო მეცოდება ძალიან, რომ წარმოვიდგენ სადღაც ტყეში უნდა ამოვიდნენ, ასე არ მინდა, არ მინდა ტკივილისთვის გავიმეტო
თამარ ბაჩალიაშვილმა გამიზნულად იყიდა მედიკამენტები, გამიზნულად წავიდა სახლიდან შორს, ეძებდა თვითმკვლელობისთვის შესაფერის ადგილს, როგორც ვიდეოში თავადვე საუბრობს - „ძალიან მძიმე პერიოდი მაქვს ახლა სიკვდილის მეტი არაფერზე მეფიქრება, ისიც კი ვიცი თავი როგორ უნდა მოვიკლა, ისიც კი ვიცი, მაგრამ მშობლები მეცოდებიან და გიო მეცოდება ძალიან, რომ წარმოვიდგენ სადღაც ტყეში უნდა ამოვიდნენ, ასე არ მინდა, არ მინდა ტკივილისთვის გავიმეტო, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, თამარ ბაჩალიაშვილის მძიმე ემოციურ, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასევე ადასტურებს მის ,,youtube’’-ს არხზე ატვირთული პირადი ვიდეოები, მათ შორის - მის კუთვნილ მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეოჩანაწერები, სადაც იგი საკუთარ თავს ესაუბრება.
„რაც შეეხება თამარ ბაჩალიაშვილის ფისქოლოგიურ მდგომარეობას და იმ ფაქტორებს, რომლებმაც მას თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულების გადაწყვეტილება მიაღებინეს:
გამოძიების ფარგლებში დაინიშნა კომპლექსური სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზა. ამ კვლევაში მონაწილეობა შეეთავაზათამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მიერ მითითებულ ორგანიზაციასაც, თუმცა მათ ექსპერტიზაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. საექსპეტო დასკვნის თანახმად, სტატისტიკურად სუიციდის განხორციელებას აქვს თავისი წინაპირობები, რომლებიც შეიძლება იყოს ოჯახში განვითარებული კონფლიქტური სიტუაციები, ადამიანის ინტროვერტული ბუნება - რაც გულისხმობს თავისი განცდების და სირთულეების შესახებ არავისთან საუბარს, ჩაკეტილობას, გადაჭარბებული მოთხოვნილება წარმატების მიღწევასა და კარიერულ წინსვლაზე, ასევე ძლიერი ემოციური დამოკიდებულება საყვარელი ადამიანის მიმართ.
აღნიშნული გარმოებების გათვალისწინებით, ზემოხსენებული დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილი მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის მიხედვით იყო მოწყვლადი ჯგუფის ტიპიური წარმომადგენელი, რომელსაც სუბიექტური აღქმით ყველა მიმართულებით წარუმატებლობის ფონზე აღარ სურს, ან ძალიან ურთულდება კრიზისულ სიტუაციაში კონსტრუქციული გადაწყვეტილების მიღება, არის სუიციდის განხორციელების მაღალი რისკი და ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით, დასაშვებია მის მიერ სუიციდის ჩადენის ფაქტი.
თამარ ბაჩალიაშვილის მძიმე ემოციურ, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასევე ადასტურებს მის ,,youtube’’-ს არხზე ატვირთული პირადი ვიდეოები, მათ შორის - მის კუთვნილ მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეოჩანაწერები, სადაც იგი საკუთარ თავს ესაუბრება. თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ნ.გ.-ს მიმართ გრძნობებზე, აცხადებს, რომ მის ცხოვრებას აზრი არ აქვს და ხშირად ფიქრობს 2012 წლის გეგმის სისრულეში მოყვანაზე. ამ შემთხვევაში თამარ ბაჩალიაშვილი გულისხმობს, მის მიერ თვითმკვლელობის მცდელობას 2012 წელს.
კერძოდ, თამარ ბაჩალიაშვილის სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლით დასტურდება, რომ 2012 წლის 06 იანვარს, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, 14 წლის თამარ ბაჩალიაშვილს დაემართა შეტევა, რომლის გამოც დარგის სპეციალისტების მიერ მის მშობელს მიეცა რეკომენდაცია ჩაეტარებინა კონსულტაცია ფსიქიატრთან.
2012 წლის 10 იანვარს, მორიგი ოჯახური კონფლიქტის შემდეგ, თამარ ბაჩალიაშვილმათვითმკვლელობის მიზნით, მიიღო დიდი რაოდენობით ანტიფსიქოზურისაშუალება, რის გამოც მედიკამენტოზური ინტოქსიკაციით მოთავსებულ იქნა საავადმყოფოში, სადაც 2012 წლის 16 იანვრამდე მკურნალობდა ტოქსიკური ენცეფალოპათიის დიაგნოზით.
ასევე მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ვიდეო ფაილში, რომელიც თარიღდება 2020 წლის 20 თებერვლის 20:06:28 საათით, თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობაზე, ამბობს, რომ ყველაფერი დაგეგმილი აქვს, თუ როგორ მოიკლავს თავს ტყეში, მაგრამ მშობლები და ძმა ეცოდება, რომ წარმოიდგენს ტყეში როგორ ნახავენ მას გარდაცვლილს. ვიდეოს დასასრულს, თამარ ბაჩალიაშვილი ამბობს: ,,მაპატიეთ დედა, მამა, გიო, მაგრამ თუ ვერ გავუძლებ, უნდა მოვიკლა თავი. მინდა იცოდეთ, რომ სხვა გზა არ მქონდა’’.
ფონო/ვიდეოსკოპური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის,,youtube’’-ის პირადი არხიდან ჩამოტვირთულ 16 ვიდეო ჩანაწერს და მისი მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ სამ ვიდეო ჩანაწერს არ აღენიშნება მონტაჟის კვალი და აღნიშნულ ვიდეო ჩანაწერებში საუბრობს თამარ ბაჩალიაშვილი.
2020 წლის 21 თებერვალს თამარ ბაჩალიაშვილმა სოციალური ქსელ „Facebook“-ის ერთ-ერთ ჯგუფში დაწერა შეტყობინება, რომ ხშირად აწუხებს სუიციდური აზრები, ერთხელ სცადა და არ გამოუვიდა, ხშირად აწყობს გეგმებს და არჩევს გზებს, რომელი სჯობს მიზნის მისაღწევად და ითხოვს ურჩიონ ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი. 2020 წლის თებერვლის თვეში, თამარ ბაჩალიაშვილმა დაიწყო სიარული ფსიქოლოგთან.
აღნიშნული გარემოებები ცხადყოფს თამარ ბაჩალიაშვილის მძიმე ფსიქო-ემოციურ ფონს და ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2020 წლის 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილსგადაწყვეტილი ჰქონდა თვითმკვლელობა, მან გამიზნულად იყიდა მედიკამენტები, გამიზნულად წავიდა სახლიდან შორს, ეძებდა თვითმკვლელობისთვის შესაფერის ადგილს, როგორც ვიდეოში თავადვე საუბრობს - „ძალიან მძიმე პერიოდი მაქვს ახლა სიკვდილის მეტი არაფერზე მეფიქრება, ისიც კი ვიცი თავი როგორ უნდა მოვიკლა, ისიც კი ვიცი, მაგრამ მშობლები მეცოდებიან და გიო მეცოდება ძალიან, რომ წარმოვიდგენ სადღაც ტყეში უნდა ამოვიდნენ, ასე არ მინდა, არ მინდა ტკივილისთვის გავიმეტო ...“
სრულყოფილი გამოძიების ჩატარების მიზნით, ასევე გადამოწმდა, ხომ არ ჰქონია ადგილი თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რაიმე უკანონო ქმედების ჩადენის ფაქტს, რასაც შეეძლო გამოეწვია მისი თვითმკვლელობამდე მიყვანა. ამ მიზნით მისი მობილური ტელეფონიდან და პორტატული კომპიუტერიდან გამოთხოვილი იქნა სრული ინფორმაცია, ამავდროულად ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოებში გაიგზავნა შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების თაობაზე, რომლის ფარგლებშიც მოთხოვნილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის „facebook” -ანგარიშიდან, „Google LLC“- დან, WhatsApp Inc.“- დან, „Instagram“-დან და „LinkedIn “- დან მომხმარებლის მიერ ყველა სახის აქტივობის, მათ შორის წაშლის/გაუქმების/დეაქტივირების შესახებ ინფორმაცია, ასევე გამოყენებული IP მისამართები და კომპიუტერული ტექნიკა. გამოძიების ეტაპზე, სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მოპოვებული იქნა თამარ ბაჩალიაშვილისპირად „Instagram“ და სოციალურ ქსელ „Facebook“ გვერდებზე შესული IP მისამართების თაობაზე დეტალური ინფორმაცია, რომლითაც დადგინდა, რომ არაავტორიზებულ შეღწევას, ინფორმაციის წაშლას, ჩაწერას, ჩასწორებას და პროგრამების ინსტალაციას - ინფორმაციის არალეგალურად მოპოვებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, არ დადასტურდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების ვერსია სოციალურ ქსელებში არსებული მიმოწერისა და სხვა აქტივობის, მოკლე ტექსტური შეტყობინებების და განხორციელებული სატელეფონო ზარების შესახებ ინფორმაციის შეცვლის ან წაშლის თაობაზე.
ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიღებული მასალები შედარდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ მობილურ ტელეფონზე ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის ფარგლებში დათვალიერებულ სოციალურ ქსელში მისივე აქტივობას, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ისინი სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და იდენტურია ერთმანეთის იმ განსხვავებით, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონიდან კომპიუტერული ექსპერტიზის მიერ სრულად იქნა აღდგენილი სოციალურ ქსელებში თამარ ბაჩალიაშვილის მიერ გაგზავნილი და მიღებული შეტყობინებების შინაარსობრივი ანუ ტექსტობრივი ინფორმაცია, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიღებულ მასალაში მითითებულია იგივე აქტივობის მხოლოდ დრო, კომუნიკაციის მეორე მხარის ვინაობა და სხვა ტექნიკური მონაცემები.
გამოძიების მიერ გამოიკითხა თამარ ბაჩალიაშვილის გარემოცვაში არსებული ყველა პირი რომელთა რაოდენობა ასს აღემატება, რომლებთანაც ამ უკანასკნელს გააჩნდა პირადი თუ სოციალური ურთიერთობები. შესწავლილ იქნა მათ სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონებში და კომპიუტერულ ტექნიკაში დაცული ინფორმაცია, თუმცა თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რომელიმე პირის მიერ გამოხატული რაიმე უკანონო ქმედების ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა.
გამოძიების მიმდინარეობისას ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ “apple“-ს მარკის პორტატული კომპიუტერის და მობილური ტელეფონის ოპერაციულ სისტემებში არ ყოფილა დაინსტალირებულირაიმე მავნე, ჰაკერული ტიპის პროგრამა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა ამ მოწყობილობებში ან ამ მოწყობილობებიდან სხვა მოწყობილობებში არაავტორიზებული შეღწევა და ინფორმაციის წაშლა, ჩაწერა, ჩასწორება, პროგრამების ინსტალაცია და ინფორმაციის არალეგალურად მოპოვება. თამარ ბაჩალიაშვილისკუთვნილი პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მასში ფიქსირდება ვებ - პროგრამისტის საქმიანობასთან დაკავშირებული პროგრამები და შესაბამისი პროექტები. პროექტებში გამოყენებული ვებ - პროგრამირების ტექნოლოგიები და აქედან გამომდინარე მათზე მომუშავე სპეციალისტის საქმიანობის სფერო არის ვებ - პროგრამირება. რაც შეეხება ე.წ. ფლეშკას, მასზე აღმოჩნდა აუდიო მუსიკალური ფაილები.
საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების მიმდინარეობის დროს მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მომზადდა ვიდეომასალა, რომელშიც დეტალურად არის გადმოცემული თამარ ბაჩალიაშვილისბოლო პერიოდის მოქმედებები და მისი გადაადგილება, ასევე ინფორმაცია მის მიერ თვითმკვლელობის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა გარემოებების შესახებ“, - აღნიშნულია გავრცელევბულ ინფორმაციაში.
საქართველოს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge