მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

იმედი|imedinews.ge

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, თაღლითური ჯგუფის წევრები აქტიურად ეწეოდნენ თავიანთი იურიდიული პირების რეკლამირებას და მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლის მშენებლობასა და სარემონტო სამუშაოების შესრულებას სთავაზობდნენ. კერძოდ, თაღლითობისთვის არაერთხელ ნასამართლევი ერთ-ერთი ბრალდებული, ნდობის მოსაპოვებლად, მოქალაქეებს ფორმალურად უთანხმდებოდა სამუშაოების მოცულობასა და ხარჯებზე, ხოლო მეორე თანამონაწილე, ორგანიზაციის სახელით, მათთან აფორმებდა ფიქტიურ ხელშეკრულებებს. ამასთან, ბრალდებულები, ნაკისრი ვალდებულებების სწრაფად შესრულების საბაბით, დაზარალებულებს თანხის წინასწარ გადახდას სთხოვდნენ. აღნიშნული ხერხით, მათ მოქალაქეებისაგან ჯამში 242 000 ლარი მიიღეს და ეს თანხა სრულად მიისაკუთრეს ისე, რომ ვალდებულება არ შეასრულეს, ხოლო ერთ-ერთი ბრალდებული თანხის მოტყუებით მისაკუთრების შემდეგ მიიმალა და დატოვა ქვეყნის ფარგლები.

სამართალდამცველებმა ერთი ბრალდებული, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 17 ივნისს დააკავეს, ხოლო მეორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, არაერთგზის) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 85 სტატია.

  • პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • ტაქსის მძღოლის დაჭრის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავესნეტგაზეთი
  • ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ბრალდებას წარუდგენენტვ პირველი
  • შსს: „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 27 პირი დააკავეს, 6-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინებაBM.GE
ბრალდებით →პროკურატურის →

მსგავსი სტატიები

სომხეთის პრეზიდენტმა ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშნა

სომხეთის პრეზიდენტმა ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშნა

იმედი

პარლამენტის წევრები ბეშუმში, „შუამთობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრნენ

პარლამენტის წევრები ბეშუმში, „შუამთობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრნენ

იმედი

არგენტინაში მიწების უცხოელებისთვის გადაცემის შესახებ ახალი კანონპროექტი გააპროტესტეს

არგენტინაში მიწების უცხოელებისთვის გადაცემის შესახებ ახალი კანონპროექტი გააპროტესტეს

იმედი

ირანში უარყვეს ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ თეირანმა ვაშინგტონს სამხედრო დარტყმების შეჩერება სთხოვა

ირანში უარყვეს ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ თეირანმა ვაშინგტონს სამხედრო დარტყმების შეჩერება სთხოვა

იმედი