მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 14 პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 14 პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 14 პირს ბრალდება წარუდგინა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 14 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს და ჩინეთის მოქალაქეებს პროსტიტუციის შესანიღბად თბილისში გახსნილი ჰქონდათ მასაჟის სალონები, სადაც პროსტიტუციის ხელშეწყობას და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას ეწეოდნენ. ბრალდებულების მიერ გადაცემულ ოთახებში პროსტიტუციაში ჩაბმული პირები სექსუალურ მომსახურებას უწევენ კლიენტებს, თანხის დიდ ნაწილს კი დაწესებულების ადმინისტრატორები იღებდნენ, რაც ობიექტის მუშაობის მიზანს და შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (პროსტიტუციის ხელშეწყობა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 107 სტატია.

  • ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ბრალდებით 3 პირი დააკავესფორმულა
  • გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით არის დაკავებული - პროკურატურაBM.GE
  • კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე: აღნიშნულ საკითხს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ - სპეკულაციებია ხელისუფლების დაზიანების მიზნითრუსთავი 2
  • ნასაკირალში ქალის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალდება წარედგინანეტგაზეთი
ბრალდება →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი