მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურამ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, შპს ,,სანდოს“ დირექტორი და შპს „სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის“ ინსპექტორი დააკავა. ხოლო ერთ პირს ბრალდება გამოსაკითხ პირზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე წარედგინა
პროკურატურამ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, შპს ,,სანდოს“ დირექტორი და შპს „სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის“ ინსპექტორი დააკავა. ხოლო ერთ პირს ბრალდება გამოსაკითხ პირზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე წარედგინა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, შპს ,,სანდოს“ დირექტორი და შპს „სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის“ ინსპექტორი დააკავა, ხოლო ერთ პირს ბრალდება გამოსაკითხ პირზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე წარედგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „სანდოს“ დირექტორმა ბაღდათში, შოთა რუსთაველის ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ არსებული დაზიანებული საყრდენი კედლის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისას, არ გაითვალისწინა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის მონაცემები და მიუხედავად იმისა, რომ გეოლოგიური პირობების სირთულის მიხედვით უნდა შედგენილიყო, საყრდენი კედლის მეწყერსაწინააღმდეგო ნაგებობის პროექტი, 2024 წლის ივნისში შეადგინა გეოლოგიური დასკვნის მონაცემებთან და ადგილზე შექმნილ ვითარებასთან შეუსაბამო პროექტი. შეუსაბამო პროექტის კონსტრუქციულ ნაწილს შპს „სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის“ ინსპექტორმა დადებითი შეფასება მისცა, რის შემდეგაც პროექტი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას ჩაბარდა.

იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,სანდოს“ მიერ შედგენილი არ იყო საყრდენი კედლის მეწყერსაწინააღმდეგო ნაგებობის პროექტი, შემსრულებელმა ორგანიზაციამ სამუშაოები წარმართა შეუსაბამო პროექტის პირობებში, რაშიც არამიზნობრივად გაიხარჯა სახელმწიფოს კუთვნილი 756 198 ლარი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მძიმე შედეგის მიყენება გამოიწვია და წარმოქმნა საცხოვრებელი კორპუსების მეწყრულ პროცესებში ჩათრევის საფრთხე.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შპს ,,სანდოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ოჯახის წევრმა ზემოქმედება განახორციელა მოწმის სახით გამოსაკითხ პირზე, რათა ამ უკანასკნელს გეოლოგიური დასკვნის მონაცემებთან დაკავშირებით გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაცია მიეწოდებინა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ერთ პირს ბრალდება 372-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოსაკითხ პირზე ზემოქმედების განხორციელება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 107 სტატია.

  • ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ბრალდებით 3 პირი დააკავესფორმულა
  • გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით არის დაკავებული - პროკურატურაBM.GE
  • კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე: აღნიშნულ საკითხს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ - სპეკულაციებია ხელისუფლების დაზიანების მიზნითრუსთავი 2
  • ნასაკირალში ქალის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალდება წარედგინანეტგაზეთი
ბრალდება →სასამართლო →

მსგავსი სტატიები

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა