მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენების ფაქტებზე „ლაგი კაპიტალის” მფლობელებს 10-10 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენების ფაქტებზე „ლაგი კაპიტალის” მფლობელებს 10-10 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

იმედი|imedinews.ge

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტზე კომპანია ,,ლაგი კაპიტალის” მფლობელები სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ჩოხატაურის, ოზურგეთის, მცხეთის, ნინოწმინდის, დედოფლისწყაროს, გორისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების პროექტირება, მშენებლობის თაობაზე გამოცხადებულ ტენდერებში გასამარჯვებლად, ბრალდებულებმა სხვა საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად კომპანია ,,ლაგი კაპიტალის” სამუშაო გამოცდილების შესახებ ყალბი აუდიტორული დასკვნა დაამზადეს და წარადგინეს. ტენდერებში გამარჯვების შემდეგ ბრალდებულებმა, ვითომდა ბაღების სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად მუნიციპალური განვითარების ფონდისგან საავანსო თანხების ჩარიცხვა მოითხოვეს და მიიღეს, ისე რომ ძირითად შემთხვევაში ჯერ კიდევ არ ჰქონდათ საბავშვო ბაღების მშენებლობის პროექტი დამტკიცებული. შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ფონდისგან თაღლითურად დაეუფლნენ - 9 365 000 ლარს, ხოლო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები არ შეუსრულებიათ.

პროკურატურის ინფორმაციით, თაღლითურად დაუფლებული თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ბრალდებულებმა 1 211 000 ლარი სრულად გადარიცხეს მათივე საკუთრებაში არსებული სხვა კომპანიის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე, თითქოსდა გასაწევი მომსახურების ავანსის მიზნობრიობით, რაც შემდგომში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენეს, მათ შორის სესხების დასაფარად, რითაც საბოლოოდ მოახდინეს დანაშაულებრივად დაუფლებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ლეგალურ ფინანსურ სისტემაში გაშვება და ინტეგრირება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 194-ე და 362-ე მუხლებით და სასჯელის სახედ და ზომად 10 - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პატიმრობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდაფორმულა
  • სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვაBM.GE
  • სააპელაციომ მაღაროელების პატიმრობის განაჩენი ძალაში დატოვანეტგაზეთი
  • რუსეთში ლიდა მონიავას ომის შესახებ პოსტის გამო 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებატვ პირველი
პატიმრობა →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი