მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თბილისის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თბილისის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თბილისის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ოკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა პროკურორმა მალხაზ გეწაძემ და მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორმა რუსუდან ჩიტაძე N 130 საშუალო სკოლის მოსწავლეებთან კიბერდანაშაულის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ასევე, შეხვედრები გაიმართა N 54, N 55, N 12, N 159 და N 176 საჯარო სკოლების მოსწავლეებთან. ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორები ლევან კლდიაშვილი, ანა ცაგურია, გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორები ნათია მეფარიშვილი, ნიკა მენთეშაშვილი, საბა აკობია, ელისაბედ აფაქიძე და ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ანახანუმ შამილოვა სკოლის მოსწავლეებს კიბერდანაშაულის თემაზე ესაუბრნენ.

პროკურორებმა მოსწავლეებს განუმარტეს, რას ნიშნავს კიბერდანაშაული, კიბერშეტევა და რა სახის ქმედებები ითვლება დანაშაულად. მათ ყურადღება გაამახვილეს კიბერდანაშაულთან მიმართებით კანონით გათვალისწინებულ სასჯელებზე.

საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და დანაშაულის პრევენციას ისახავდა მიზნად.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. სკოლის მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე პროკურატურის წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის პროკურორები ქვეყნის მასშტაბით სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ატარებენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 223 სტატია.

  • პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირირუსთავი 2
  • თბილისის ტრამვაის ტენდერში მონაწილე თურქული კომპანია YDA İnşaat-ი შედეგებს ასაჩივრებსBM.GE
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი