მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თელავის, ბორჯომის და გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში შეხვედრები გაიმართა
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თელავის, ბორჯომის და გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში შეხვედრები გაიმართა

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თელავის, ბორჯომის და გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში შეხვედრები გაიმართა

იმედი|imedinews.ge

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თელავის, ბორჯომის და გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში შეხვედრები გაიმართა, - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროკურორებმა მოსწავლეებს დეტალურად განუმარტეს, რას ნიშნავს კიბერდანაშაული, კიბერშეტევა და რა სახის ქმედებები ითვლება დანაშაულად. ასევე, პროკურორებმა ყურადღება გაამახვილეს კიბერდანაშაულთან მიმართებით კანონით გათვალისწინებულ სასჯელებზე.

„პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თელავის რაიონულმა პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა, პროკურორმა ვალერი გიორგაშვილმა და გამომძიებელმა მიხეილ გოგინაშვილმა თელავის N-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან თემაზე - „კიბერდანაშაული“ შეხვედრა გამართეს. ბორჯომის N-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ამავე თემაზე საინფორმაციო შეხვედრა სამცხე ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორებმა - თამარ ზურაბაშვილმა, ელიზავეტა დურგლიშვილმა და გამომძიებელმა გიორგი გვარამაძემ გამართეს. „კიბერდანაშაულის“ თემაზე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ინფორმაცია შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილე მიხეილ ბერიაშვილმა და პროკურორმა ნინო ზურაბაშვილმა გააცნეს.

პროკურორებმა მოსწავლეებს დეტალურად განუმარტეს, რას ნიშნავს კიბერდანაშაული, კიბერშეტევა და რა სახის ქმედებები ითვლება დანაშაულად. ასევე, პროკურორებმა ყურადღება გაამახვილეს კიბერდანაშაულთან მიმართებით კანონით გათვალისწინებულ სასჯელებზე.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სკოლის მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პროკურორებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის პროკურორები ქვეყნის მასშტაბით სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ატარებენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 102 სტატია.

  • პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • 17 ავტომობილის შეძენის დაპირებით, ბრალდებულები 450 900 დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - პროკურატურაBM.GE
  • სასამართლოში ლილუაშვილის პროცესი იწყება - პროკურატურა წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევას განაგრძობსტვ პირველი
  • პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვსფორმულა
პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

იმედი

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

იმედი

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

იმედი