მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურორი: მსჯავრდებულ ია დარახველიძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გამაჩნია, განხორციელდება კანონით დადგენილი პროცედურები
პროკურორი: მსჯავრდებულ ია დარახველიძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გამაჩნია, განხორციელდება კანონით დადგენილი პროცედურები

პროკურორი: მსჯავრდებულ ია დარახველიძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გამაჩნია, განხორციელდება კანონით დადგენილი პროცედურები

იმედი|imedinews.ge

სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, მათ შორის, ის ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანდა მათ მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები და სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, - განაცხადა 4 ოქტომბრის საქმის პროკურორმა, ვაჟა თოდუამ.

„მათგან ერთ-ერთმა პირმა განცხადებით მიმართა პროკურატურას შეთანხმების დადების მოთხოვნით, თუმცა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ სურდა, მის მიმართ საქმე დასრულებულიყო არსებითი განხილვის შედეგად. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ საქმეზე თავდაპირველად ბრალდებულად ცნობილი იყო 15 პირი. მათგან 8 პირმა მიმართა განცხადებით პროკურატურას, აღიარეს დანაშაული, უდავოდ ცნეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები და მოითხოვეს შეთანხმების გაფორმება. მათი განცხადებები დაკმაყოფილდა და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, რაც ჩაეთვალათ პირობით მსჯავრად“, - აღნიშნა მან.

პროკურორის თქმით, მსჯავრდებულ ია დარახველიძის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ აქვს.

„რაც შეეხება ია დარახველიძის ადგილსამყოფელს, აღნიშნული ინფორმაცია ამ ეტაპზე მე არ გამაჩნია თუ სად იმყოფება, თუმცა მის მიმართ განხორციელდება კანონით დადგენილი პროცედურები და განაჩენი აღსრულდება მისი ადგილსამყოფლის დადგენის და დაკავების შემდეგ. ვალდებული იყო გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომებზე, თუმცა, დღევანდელ სხდომაზე არ გამოცხადდა“, - აღნიშნა პროკურორმა.

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს გიორგი ჩახუნაშვილს, კონსტანტინე კოკაიას, დავით სტურუას, კახაბერ მჟავანაძეს, დავით ჟღენტს, ზაქრო ალბუთაშვილს და ია დარახველიძეს 5-5-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურორი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 39 სტატია.

  • პროკურორის თქმით დიტო ჩუბინიძე ჯორბენაძის თვითმკვლელობაზე ინფორმაციას არ ფლობსფორმულა
  • დღეს, ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილის მეუღლე დაიკითხა - რაზე ისაუბრა? | პროკურორიBM.GE
  • ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი მალანიას შორის რამდენიმე ათეული ზარი ფიქსირდება, გიორგი მალანიამ იცოდა, რომ კონკრეტული პრობლემა ჰქონდა ნია იმნაძეს მასწავლებელთან და ეს ინფორმაცია მან შეყვარებულსაც მიაწოდა, გიორგი მალანიასაც - პროკურორირუსთავი 2
  • გიგა ავალიანის საქმე - პროკურორი განმარტავს, რა მტკიცებულებები აქვთ გიორგი მალანიას წინააღმდეგტვ პირველი
პროკურორი →

მსგავსი სტატიები

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი