მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: გვაქვს მოლოდინი, რომ ყველაფერი ძალიან ღირსეულად წარიმართება და სრული სამართლიანობით მოხდება ახალი პატრიარქის გამორჩევა, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა ექნება წმინდა ეკლესიის და ერის წინაშე
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: გვაქვს მოლოდინი, რომ ყველაფერი ძალიან ღირსეულად წარიმართება და სრული სამართლიანობით მოხდება ახალი პატრიარქის გამორჩევა, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა ექნება წმინდა ეკლესიის და ერის წინაშე

იმედი|imedinews.ge

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ღვთივმიმადლებული პიროვნული თვისებების წყალობით, უდიდესი ძალისხმევით, სულიერებით და სიბრძნით შეძლო საქართველოს ეკლესიის აღორძინება, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

მისივე თქმით, ილია მეორემ შეძლო, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დაებრუნებინა ის უდიდესი ავტორიტეტი, რაც მას ყოველთვის გამოარჩევდა სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიებისგან და ამისთვის უდიდესი ძალისხმევა გასწია.

პროტოპრესვიტერმა განმარტება გააკეთა მართვა-გამგეობის დებულების კრიტერიუმებზე.

„დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც გაფართოებულ კრებაზე ახალი პატრიარქის გამორჩევა მოხდება, სინოდი მიუბრუნდება ამ საკითხებს. იქნება ძალიან არგუმენტირებული და კვალიფიციური მსჯელობა ასაკთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განისაზღვროს, რომ რაიმე გაუგებრობა არ გამოიწვიოს ამ მოთხოვნამ, რომ რაც შეიძლება ზედმიწევნით იყოს ეს განსაზღვრული მართვა-გამგეობის დებულებაში და ცვლილების განხორციელებაც არის სავსებით შესაძლებელი წმინდა სინოდის წევრთა ინიციატივით“, - აღნიშნა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ასევე ისაუბრა ახალი პატრიარქის მომავალ არჩევნებზეც.

„უდიდესი სიმშვიდის საფუძველია ის, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის აბსოლუტურ უმრავლესობას ნათლად აქვს გაცნობიერებული ეს უდიდესი პასუხისმგებლობა ღვთის, ეკლესიის და მთელი ჩვენი ქვეყნის წინაშე. ყველა მათგანი ცდილობს იმას, რომ გაფართოებული კრება იმ ღირსებით წარიმართოს, რა ღირსებასაც ამისთვის განსაზღვრავს საეკლესიო სამართლის ნორმები. ყველას გვმართებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და კორექტულობა, გვმართებს საეკლესიო ეთიკის დაცვა იმისთვის, რომ ნებით თუ უნებლიედ, ყოვლად უსაფუძვლო განცხადებით და მითუმეტეს ცილისწამებით გარკვეული ზიანი არ მივაყენოთ უწმინდესს, ეკლესიას და საეკლესიო სისავსეს.

ყველას გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ყველაფერი ძალიან ღირსეულად წარიმართება და სრული სამართლიანობით, რასაც ჩვენ ვუწოდებთ საღვთო სამართლიანობას, მოხდება ახალი პატრიარქის გამორჩევა, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა ექნება, როგორც წმინდა ეკლესიის, ასევე მთელი ჩვენი ერის წინაშე“, - განმატა გიორგი ზვიადაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 88 სტატია.

  • „საქაერონავიგაცია“ ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე სანავიგაციო სისტემებს სრულად განაახლებსBM.GE
  • ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა – გათიშვის მიზეზი ჯერ უცნობიანეტგაზეთი
  • სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნაფორმულა
  • გერმანელი ღვინის მაგისტრი კონსტანტინ ბაუმი: განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით დასავლეთ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელირუსთავი 2
სრულად →

მსგავსი სტატიები

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება