
პუტინი: თუ საქმე კალინინგრადის ოლქზე ან რუსეთის სხვა რეგიონებზე პირდაპირ თავდასხმამდე მივა, დღის წესრიგში დაუყოვნებლივ და გარდაუვლად დადგება ქვეყნის განკარგულებაში არსებული ყველა სახის შეიარაღების გამოყენების საკითხი
იმედი|imedinews.ge
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, თუ საქმე კალინინგრადის ოლქზე ან რუსეთის სხვა რეგიონებზე პირდაპირ თავდასხმამდე მივა, დღის წესრიგში დაუყოვნებლივ და გარდაუვლად დადგება ქვეყნის განკარგულებაში არსებული ყველა სახის შეიარაღების გამოყენების საკითხი.
„თუ საქმე მივა რუსეთის ფედერაციაზე პირდაპირ თავდასხმამდე - ამ შემთხვევაში იგულისხმება კალინინგრადი, თუმცა შესაძლოა სხვა ტერიტორიებიც - რა თქმა უნდა, დღის წესრიგში გარდაუვლად და დაუყოვნებლივ გამოჩნდება რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენს განკარგულებაში არსებული ყველა შეიარაღების გამოყენების საკითხი. ეს გარდაუვალია“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge