მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქალაქ ჯვრის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის დასაცავად ნაპირსამაგრი სამუშაოები იგეგმება
ქალაქ ჯვრის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის დასაცავად ნაპირსამაგრი სამუშაოები იგეგმება

ქალაქ ჯვრის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის დასაცავად ნაპირსამაგრი სამუშაოები იგეგმება

იმედი|imedinews.ge

ქალაქ ჯვრის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის დასაცავად ნაპირსამაგრი სამუშაოები იგეგმება. ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში, ქალაქ ჯვრის წყალმომარაგების ობიექტს ადგილზე გაეცნო.

მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული, საქართველოს პარლამენტის წევრები - ირაკლი ზარქუა და ილია ინჯია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სოფელ ლიაში, დაახლოებით 9 ჰექტარ ფართობზე, განთავსებულია 8 მოქმედი ჭაბურღილი, რომლებიც ქალაქ ჯვრის მოსახლეობას სასმელი წყლით ამარაგებს. მდინარე ენგურში წყლის დონის მატების შედეგად, წყალი ჭაბურღილების ტერიტორიაზე გადმოდის და იწვევს მის პერიოდულ დატბორვას, რაც საფრთხეს უქმნის ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას.

პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტისთვის დაიგეგმება ჭაბურღილების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება, რაც დაიცავს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას დატბორვისგან და უზრუნველყოფს ქალაქ ჯვრის მოსახლეობის საიმედო და უწყვეტ წყალმომარაგებას.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი