მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქართველიშვილი: ომში გახვეულმა უკრაინამ, ადეიშვილის ძალისხმევით, ალექსანდრე ქილერა მუხაძეს პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი მიანიჭა, რამაც გამორიცხა ამ ჯალათის მიმართ საექსტრადიციო პროცედურების წამოწყება. ესაა რეალური სახე ამჟამინდელი კიევის ანტიქართული რეჟიმის, რომელმაც საკუთარი ტერიტორია საქართველოდან გახიზნული დამნაშავეებისა და ჯალათების თავშესაფარ პლაცდარმად გადააქცია
ქართველიშვილი: ომში გახვეულმა უკრაინამ, ადეიშვილის ძალისხმევით, ალექსანდრე ქილერა მუხაძეს პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი მიანიჭა, რამაც გამორიცხა ამ ჯალათის მიმართ საექსტრადიციო პროცედურების წამოწყება. ესაა რეალური სახე ამჟამინდელი კიევის ანტიქართული რეჟიმის, რომელმაც საკუთარი ტერიტორია საქართველოდან გახიზნული დამნაშავეებისა და ჯალათების თავშესაფარ პლაცდარმად გადააქცია

ქართველიშვილი: ომში გახვეულმა უკრაინამ, ადეიშვილის ძალისხმევით, ალექსანდრე ქილერა მუხაძეს პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი მიანიჭა, რამაც გამორიცხა ამ ჯალათის მიმართ საექსტრადიციო პროცედურების წამოწყება. ესაა რეალური სახე ამჟამინდელი კიევის ანტიქართული რეჟიმის, რომელმაც საკუთარი ტერიტორია საქართველოდან გახიზნული დამნაშავეებისა და ჯალათების თავშესაფარ პლაცდარმად გადააქცია

იმედი|imedinews.ge

ზუსტად ერთი წლის წინ საპარლამენტო-საგამოძიებო კომისია "2003-2012-ის" წინაშე გამოიკითხა ბიზნესმენ ბესო ხარძიანის შვილი, რომელიც წარმოადგენდა იმ წლებში მოქმედი კრიმინალური რეჟიმის სისტემური დანაშაულის თვალსაჩინო მსხვერპლს, რომლის ოჯახის ტრაგედია იმ წლებში ასობით, თუ არა ათასობით განვითარებული ტრაგედიის იდენტურია, - წერს „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში. იგი ეხმიანება ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე (“ქილერა”) დამნაშავედ ცნო. როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, უკრაინამ, რუსეთის შეჭრიდან მეორე დღეს მაინც მოიცალა „ქილერასთვის” და მას პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი მიანიჭა, რითაც, მისივე თქმით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა კიევის ამჟამინდელი რეჟიმის ანტიქართული სახე.

„როგორც ბესო ხარძიანმა (უმცროსმა) კომისიის წევრებთან საუბრისას აღნიშნა, გლდანის ციხის იმდროინდელი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად "ქილერა", მამამისის წინააღმდეგ გიორგი უდესიანის დავალებით მოქმედებდა. ხარძიანის თქმით, "ქილერას" ბრძანებით, ორ პატიმარს დაევალა დაკავებული ბიზნესმენის წამება, არაადამიანური მოპყრობა და ფსიქოლოგიურად გატეხა, დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, თავად ამ პატიმრებს პირადად მუხაძე გაუპატიურებით ემუქრებოდა. ბესო ხარძიანის თქმით, „ქილერა" იყო „ადამიანი", რომელიც ტყვიის გარეშე კლავდა, აწამებდა ადამიანებს ციხეში და ამის უამრავი ფაქტი არსებობს. გიორგი უდესიანის მიზანი იყო კუს ტბაზე არსებული ხარძიანის კუთვნილი წილები იძულების წესით მიეღო და ამ მიზნის მისაღწევად ციხის მანქანა ჩართო: "საკანში შესვლა, თავში ჩარტყმები - ეძინა მას თუ ეღვიძა, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, "კარანტინში" ორკვირიანი წამება, საქმის ვითომ გარჩევები და სხვა მსგავსი ფაქტები". ეს იყო საქართველოს „საკონცენტრაციო ბანაკად" გადამქცევი რეჟიმის „არქიტექტორის", ზურაბ ადეიშვილის სისტემა, რომელიც ქვეყნიდან გაქცევის შემდეგაც "კრუხივით" პატრონობდა თავის საყვარელ ჯალათებს.

2022 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მხრიდან შეიარაღებული შემოტევიდან მეორე დღეს, ზურაბ ადეიშვილის ძალისხმევით, ომში გახვეულმა უკრაინამ მოიცალა ალექსანდრე "ქილერა" მუხაძისთვის და მას საქართველოდან პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი მიანიჭა, რამაც გამორიცხა ამ ჯალათის მიმართ საექსტრადიციო პროცედურების წამოწყება. ყოველივე ეს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ წამებისათვის მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის II ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თხუთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებდა. უკრაინის სააპელაციო სასამართლოს რეესტრის ამონაწერიდან შევიტყვეთ, რომ „ქილერას“ საიმიგრაციო საქმის განხილვა დაიწყო 2022 წლის 26 იანვარს, ხოლო ალექსანდრე მუხაძისთვის მინიჭებული, საქართველოდან პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი კანონიერ ძალაში შევიდა ერთი თვის შემდეგ - 25 თებერვალს. თავის გადაწყვეტილებაში სასამართლომ იხელმძღვანელა მუხაძის ჩვენებით - რომ სამშობლოში იგი „იდევნებოდა“ თავისი „ანტირუსული შეხედულებების გამო“, ასევე (როგორც ყოფილი ძალოვანი) ქართველი ოლიგარქებისა და კრიმინალიტეტის მხრიდან „განიცდიდა ზეწოლას" და გარდა ამისა, გადიოდა მონაწილედ მის მიმართ „ფაბრიცირებულ" სისხლის სამართლის საქმეებში.

ეს არის მორიგი რეალური სახე ამჟამინდელი კიევის ანტიქართული რეჟიმის, რომელმაც ღიად გადააქცია საკუთარი ტერიტორია საქართველოდან გახიზნული დამნაშავეებისა და ჯალათების თავშესაფარ პლაცდარმად. ეს არის ჩვენთან „ცალმხრივი მეგობრობის“ რეჟიმში მყოფი ქვეყანა, რომელიც საკუთარი სახელმწიფოს ნგრევისა და განადგურების მიუხედავად, აქტიურად იყო და არის ჩართული საქართველოს "მაიდანიზაციის" ორგანიზება-დაფინანსებაში და უამრავი ძებნილის და დაუსწრებლად მსჯავრდებულების „დასაწყობებაში“. ეს არის „საზღვრებს გარეთ გასული კოლექტიური სანაცეთი“ და ის „კართაგენი“, რომელიც აუცილებლად უნდა დაიმსხვრეს,” - წერს დავით ქართველიშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 233 სტატია.

  • უკრაინამ Wildberries-ის საწყობზე კიდევ ერთი იერიში მიიტანაBM.GE
  • უკრაინამ რუსული Wildberries-ის საწყობები ვლადიმირის ოლქშიც დაბომბატვ პირველი
  • მედიის ინფორმაციით, ბელარუსი უკრაინის საზღვართან სადესანტო-მოიერიშე ბრიგადას ქმნისრუსთავი 2
  • უკრაინამ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, ავიაბაზასა და Wildberries-ზე იერიში მიიტანაფორმულა
უკრაინის →რეჟიმში →

მსგავსი სტატიები

Bloomberg: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა ევროპის ენერგობაზარზე გავლენა იქონია - ივლისში ბელგია სრულად გადავიდა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტზე

Bloomberg: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა ევროპის ენერგობაზარზე გავლენა იქონია - ივლისში ბელგია სრულად გადავიდა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტზე

იმედი

ტრამპი: ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი

ტრამპი: ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი

იმედი

ნატოში აშშ-ის ელჩის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ-მა უკრაინას PAC-3 სერიის რაკეტების წარმოების უფლება მისცეს

ნატოში აშშ-ის ელჩის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ-მა უკრაინას PAC-3 სერიის რაკეტების წარმოების უფლება მისცეს

იმედი

პოდოლიაკი: უკრაინამ რუსეთს ზავის სხვადასხვა ვარიანტი შესთავაზა, თუმცა მოსკოვი ამისთვის მზად არ არის

პოდოლიაკი: უკრაინამ რუსეთს ზავის სხვადასხვა ვარიანტი შესთავაზა, თუმცა მოსკოვი ამისთვის მზად არ არის

იმედი