მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა CERN-ის ასოცირებულ მკვლევრებს უმასპინძლა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა CERN-ის ასოცირებულ მკვლევრებს უმასპინძლა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა CERN-ის ასოცირებულ მკვლევრებს უმასპინძლა

იმედი|imedinews.ge

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) პარიზ-საკლეს უნივერსიტეტის პროფესორებს, ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციის (CERN) ასოცირებულ მკვლევრებს, ტიბო ჰოუდის და ლუკა კადამუროს უმასპინძლა.

პროფესორ ტიბო ჰოუდის სემინარი მიეძღვნა ბნელი მატერიის პრობლემას ფუნდამენტურ ფიზიკაში. მომხსენებელმა მიმოიხილა საფრანგეთის განათლების სისტემა და მიმდინარე ფუნდამენტური კვლევები, რის შემდეგაც ყურადღება გაამახვილა სტანდარტული მოდელის მიღმა არსებულ ფიზიკაზე, ნეიტრინოს თვისებებსა და ბნელი მატერიის ძებნის თანამედროვე ექსპერიმენტებზე.

მეორე მოხსენება დაეთმო CERN-ის დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე კვლევებს, რომელიც მკვლევარმა ლუკა კადამურომ წარადგინა. მან განიხილა ATLAS ექსპერიმენტი, ჰიგსის ნაწილაკთან დაკავშირებული აღმოჩენები და CERN-ის ამაჩქარებლების მუშაობის პრინციპები.

შეხვედრას KIU-ს სტუდენტების გარდა, სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად გასაუბრებოდნენ უცხოელ მეცნიერებს და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია ფიზიკის სფეროში მიმდინარე უახლესი კვლევების შესახებ. სემინარი ფიზიკის სკოლის ხელმძღვანელის, პროფესორ რევაზ შანიძის ინიციატივით ჩატარდა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციასთან (CERN) აქტიურად თანამშრომლობს. აღნიშნული თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქუთაისის ადრონული ცენტრის განვითარებისთვის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი

უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბა

უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბა

იმედი

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი