მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ქუთაისს 2027 წლის ევროპის სპორტისქალაქის სტატუსი მიენიჭა
ქუთაისს 2027 წლის ევროპის სპორტისქალაქის სტატუსი მიენიჭა

ქუთაისს 2027 წლის ევროპის სპორტისქალაქის სტატუსი მიენიჭა

იმედი|imedinews.ge

ქუთაისის კანდიდატურა ევროპის სპორტის დედაქალაქებისა და ქალაქების ფედერაციაში ( ACES ) „ევროპის სპორტის ქალაქი 2027“-ის სტატუსის მოსაპოვებლად ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარადგინა.

ფედერაციის საექსპერტო კომისიის გადაწყვეტილებით, ქუთაისმა ეს სტატუსი დაიმსახურა სპორტის ყველასთვის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობით, მაღალი დონის სპორტული ინფრასტრუქტურით, მოქალაქეთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ზრუნვით, სოციალური ინტეგრაციის, სპორტისა და განათლების განვითარებით. ამ სტატუსის მინიჭებით ქუთაისი უერთდება ACES-ის ოჯახს. ეს ნიშნავს, რომ 2027 წელს მუნიციპალიტეტი ევროპის მასშტაბით სპორტის განვითარების სამაგალითო ქალაქად იქნება აღიარებული.

,,ქუთაისმა 2027 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მოიპოვა! ჩვენმა ქალაქმა ევროპის სპორტის დედაქალაქებისა და ქალაქების ფედერაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას! ეს ნიშნავს, რომ ქალაქის სპორტული პოლიტიკა, ტრადიციები, ინფრასტრუქტურა და სპორტის განვითარების მიმართულებით გაწეული საქმიანობა საერთაშორისო დონეზე მაღალი შეფასებით აღინიშნა. ეს სტატუსი დიდ პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქუთაისის, როგორც ევროპის სპორტის ქალაქის, განვითარება, მაღალ დონეზე ვუმასპინძლოთ საერთაშორისო სპორტულ ტურნირებსა და მნიშვნელოვან ფორუმებს, გავზარდოთ ჩვენი ქალაქის მსოფლიო ცნობადობა. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ სტატუსის მოსაპოვებლად გაწეულ რთულ და საპასუხისმგებლო საქმიანობაში!" -განაცხადა ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 100 სტატია.

  • ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო - იუსტიციის სამინისტროBM.GE
  • ლატვიის პრემიერი: უკრაინამ ევროპას დრო აჩუქა, ჩვენ კი მას არასწორად ვიყენებთრუსთავი 2
  • 11-14 სექტემბერს ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე საგზაო მოძრაობა შეიზღუდებაფორმულა
  • რას ამბობს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ე.წ. „FARA-ს“ საქმეზე წარდგენილ მესამე მხარის პოზიციაშინეტგაზეთი
ევროპის →

მსგავსი სტატიები

ეკა სეფაშვილი: გლობალურ ძალებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურთ, სწორედ ამ სცენარის ნაწილია ნორვეგიის ელჩთან ოპოზიციონერების საიდუმლო შეხვედრა და ბახმაროში გამართული სემინარი

ეკა სეფაშვილი: გლობალურ ძალებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურთ, სწორედ ამ სცენარის ნაწილია ნორვეგიის ელჩთან ოპოზიციონერების საიდუმლო შეხვედრა და ბახმაროში გამართული სემინარი

იმედი

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ჩეხეთის პრემიერი: გზას, რომელსაც მსოფლიო ახლა ადგას, უსაფრთხოებამდე არ მივყავართ - ის პირდაპირ ჯოჯოხეთის კარიბჭისკენ მიდის, მას მესამე მსოფლიო ომისკენ მივყავართ

ჩეხეთის პრემიერი: გზას, რომელსაც მსოფლიო ახლა ადგას, უსაფრთხოებამდე არ მივყავართ - ის პირდაპირ ჯოჯოხეთის კარიბჭისკენ მიდის, მას მესამე მსოფლიო ომისკენ მივყავართ

იმედი

პარლამენტში ჟურნალ „ოქროს საწმისის“ პრეზენტაცია გაიმართა

პარლამენტში ჟურნალ „ოქროს საწმისის“ პრეზენტაცია გაიმართა

იმედი